Facebook App ID is missing!

მუზეუმის ვირტუალური ტური და East Side Gallery

ყველა ადამიანს არ აქვს იმის ფუფუნება თუ უბრალოდ ფიზიკური შესაძლებლობა ეწვიოს მუზეუმს და დაათვალიეროს, არადა ძალიან საინტერესოა და უამრავი საინტერესო რამ შეიძლება აღმოაჩინო მუზეუმში.

ამ პოსტში რამდენიმე საიტს გეტყვით რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაათვალიეროთ მუზეუმი, ნახოთ აბსოლიტურად ყველაფერი რაც კი მუზეუმშია.

გადახედეთ მას და თქვენით და დარწმუნებული ვარ ყველას მოგეწონებათ.

მაშ ასე, პირველი და ჩემთვის ყველაზე საინტერესო

NMNH-Rotunda

ბუნებრივი ისტორიის ნაციონალური მუზეუმი, მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონგში. ყოველწლიურად დაახლოებით 7.3 მილიონი ადამიანი სტუმრობს. სტუმრობა და მუზეუმის დათვალიერება უფასოა წელიწადის 364 დღის მანძილზე , ხოლო 1 დღე მუზეუმიც ისვენებს (ალბათ მიხვდებით რა დღეს ხდება ეს). სტუმრიანობით კი მსოფლიოში მესამეა.

  • მუზეუმის გაიხსნა: 1910 წელს
  • ფართობი: 123,000 მ2
  • ვიზიტორები: 7.3 მილიონი
  • თანამშრომელი: 1000 ადამიანი

მუზეუმში წარმოდგენილია 126 მილიონზე მეტი სახეობა მცენარეების, ცხოველების, ნამარხების, მინერალების, მეტეორების და ა.შ

ვირტუალური ტურის ნახვა შეგიძლიათ აქ 

ბრიტანული მუზეუმი

British-Museums-Great-Cou-011

ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი, მდებარეობს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში.  ლონდონის ერთ-ერთი ტურისტულად დატვირთული მუზეუმის მთავარი მიმართულებაა – კაცობრიობის ისტორია, ხელოვნება და კულტურა.

British Museum და კომპანია Google საინტერესო საქმეს შეეჭიდნენ, რომლის მიზანია მუზეუმის სრულად ინტერნეტ სივრცეში გადატანა, აქ შესაძლებელია გამოფენების დათვალიერება, ასევე სამუზეუმე ექსპონატების შესახებ ინფორმაციის წაკითხვა ან მოსმენა (ინგლისურ ენაზე). გაკეთებულია ისე რომ ინფორმაციის მიღება ყველასთვის მარტივი ყოფილიყო. ათვლა იწყება ქრსიტეს შობამდე 2 მილიონი წლის წინათ და გრძელდება დღევანდელ დღემდე.

მე ნამყოფი ვარ ამ მუზეუმში და შემიძლია ვთქვა რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია სადაც უამრავი რამ არის სანახავი, შეუძლებელია ერთ დღეში მოასწრო და ყველაფერი დაათვალიერო.

გაიხსნა: 1753 წელს

ვიზიტორები: 6.7 მილიონი

ფართობი: 92,000 მ2

ნახეთ ვირტუალური ტური

 

The East Side Gallery

7_eastside_gallery

მსოფლიოს ყველაზე დიდი ღია გალერეა, 1990 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე 1316 მეტრის სიგრძის ბერლინის კედელი შეიღება ნახატებით.21 ქვეყნიდან წარმოდგენილმა 118 ხელოვანმა ადამიანმა შექმნა 106 უნიკალური მოტივი, რომელიც წარმოადგენდება ბერლინის კედლის დაცემის სიამოვნებას ( 1989 წლის 9 ნოემბერი). 1991 წელს ეს კედელი და მასზე გამოხატული ნახატები გამოცხადდა ნაციონალური ძეგლად.

თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ East Side Gallery 

ცოტა მოგვიანებით კიდევ რამდენიმე მუზეუმზე დავწერ, მანამდე კი გეტყვით რომ ვიზიტორების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუზეუმი გახლავთ პარიზის ერთ-ერთი სიამაყე ლუვრი (9,26 მილიონი ვიზიტორი).

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer