Facebook App ID is missing!

გამწვანება და სუფთა ჰაერი, ანუ თბილისში რაც არ გვაქვს

თბილისი, ქალაქი სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი იყრის თავს. ქალაქი სადაც სიმწვანე და გამწვანება არაფერი არაა, ამაზე არც მოსახლეობა წუხს და მთავრობასაც დიდად არ ადარდებს. მწვანე ადგილები რაში ჭირდებათ, ვის რაში ჭირდება პარკი, რეკრეაციული ზონა…სადაც რაიმე მსგავსი ტერიტორია გაგვანჩდა ყველგან კორპუსები და სავაჭრო შენობა – ნაგებობები წამოიჭიმა, მთავრობა ამაში ფულს აკეთებს, ბიზნესი კმაყოფილია მოსახლეობას ვინ კითხავს ან რაში აინტერესებს.

ვიყვიროთ, ვიკივლოთ, ვიმოძრაოთ, გავგიჟდეთ – შედეგი მაინც ერთია, ზემოთ სიმწვანე არ უნდათ, ზემოთ მწვანე მარტო დოლარია!

გავამწვანოთ ჩვენც თბილისი, სულ რამდენი ადგილია სადაც შესაძლებელია რეკრეაციული ზონის მოწყობა?

მუშთაიდი, ვაკის პარკი და იპოდრომი. დარწმუნებული ვარ სამივე ადგილს უამრავჯერ მოუარეს გვერდი და როგორც კი საშუალება ეძლევეთ ართმევენ მცირე ადგილებს. ინვესტორებში ვაკის პარკი განსაკუთრებული სიმპატიით სარგებლობს, მერიაც ხელს უწყობდა და უწყობს ამ ყველაფერში.

არადა საჭიროა, რეკრეაციული ზონა ქალაქში აუცილებელია…

ზოგადად გადავხედოთ დიდ ქალაქებს და თუ ტერიტორიის რა ნაწილი გახლავთ გამწვანებული, მაშ ასე:

  1. ვენა – 51%
  2. სინგაპური – 47%
  3. სიდნეი – 46%
  4. ჰონ კონგი – 40% (70% გახლავთ გამწვანება, ხოლო 40% დაცული ტერიტორია)
  5. რიო დე ჟანეირო – 40%
  6. ლონდონი – 38,4%
  7. სტოკჰოლმი – 30%
  8. იოჰანესბურგი – 24%
  9. ნიუ იორკი – 19.7%
  10. სან ფრანცისკო – 17.9%
  11. პორტლენდი – 16.3%
  12. ლოს ანჯელესი – 16.2%
  13. მიუნხენი – 16.0%
  14. ბერლინი – 14.4%
  15. ჯაკარტა – 10.4%
  16. პარიზი – 9.4%
  17. ამსტერდამი – 9.1%
  18. ჩიკაგო – 8.5%
  19. ბუენოს აირესი – 5%
  20. შანხაი  – 2.6%
  21. ბომბეი – 2.5%
  22. სტამბული – 1.5%

ზოგადა თბილისი მერიას აქვს ეკოლოოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, მაგრამ აქვს…ისე რა, განცხადებაში ბუხარიც ეწერაო და ხოო ეწერაო…

რას აკეთებენ, მილიონი ხე დარგეს მაგრამ ეს ხეები სად წავიდა არავინ იცის, ფესვებმა გადაწყვიტეს ესეთ ქალაქში ჩვენც არ გავჩერდებითო და “პაბეგი” აწიეს რეგიონებისკენ.

ჰაიდ პარკი (ლონდონი)

დღევანდელი მიდგომით, პარკების მაქსიმალურად შევიწროება, ტერიტორიის წართმევა და უფრო დაპატარავება ვერასდროს ვერ გადააქცევს თბილს მწვანე ქალაქად, რაც არ უნდა ველოსიპედები ვატაროთ, სულ რომ მანქანები ავკრძალთ და მთავრობამაც “ველიკებით” დაიწყოს სიარული (თუმცა ლონდონის მერი, ბატონი ბორის ჯონსონი კი დადის სამსახურში ველოსიპედით), მაინც არაფერი ეშველება ამ ყველაფერს. პარკები კი არ უნდა მცირდებოდეს, უნდა იზრდებოდეს! სად უნდა გავასეირნო შვილი, ქუჩაში ასფალტზე ვასეირნო, გადათხრილ ტროტუარზე? სად ვეთამაშო ფეხბურთი? გზის ერთ მხარეს მე დავდგე, მეორე მხარეს ჩემი შვილი დავაყენო და შუქნიშანზე წითელი რომ აინთება ორი პასის გაკეთება მოვასწროთ? იქნებ უკეთესი იდეა ქონდეს ჩვენს მთავრობას… ეს მიდგომა ქონდათ ნაცებს, იგივეს აგრძელებენ ქოცებიც, იმიტომ ხართ ერთმანეთზე უარესები და იმიტომ არაფერში არ ვარგიხართ არცერთი რომ მწვანე მარტო ფული გიყვართ!

ამდენი გამონაბოლქვი, ტეხასმოტრი ჩვენ არ გვაქვს და კატალიზატორის არ ამოღების კულტურა ჩვენ არ გაგვაჩნია, ევროპიდან მანქანას როგორც კი ჩამოიყვანენ პირველი ზაპასკას აზრობენ და მერე კატალიზატორს იღებენ , მარტივი 200 ლარია… რა გამონაბოლქვის კონტროლი…ბენზინის ხარისხის შემოწმება ჩვენ არ ვიცით, ან ვიცით მაგრამ იმდენად გვკიდია მომავალი თაობა რომ ყურებსაც არ ვიბერტყავთ…იყოს და ქონდეს ტყვია, ჩვენი მთავრობის შვილები მაინც უცხოეთში სწავლობენ და იზრდებიან ამ “ჩაბინძურებულ” ქალაქში სიარული არ უწევთ, სამაგიეროდ სხვებს უწევთ და უამრავი დაავადების რისკი ჩნდება ამით…

ჩვენ ხომ ჩვენი მოსახლეობა გვკიდია, უფრო სწორედ თქვენ გკიდიათ! მაგრამ სიმწვანე გიყვართ, დოლარებზე გიჟდებით!

აუცილებელია ქალაქში სიმწვანე, გამწვანება, რეკრეციაული ზონა…ამდენი მანქანა დადის, ამხელა გამონაბოლქვი, ჟანგბადი ადამიანებსაც გვჭირდება

130830140347-beijing-clean-air-before-after-horizontal-large-gallery-759x500

პეკინი (იგივე ბეიჯინგი) გამონაბოლქვით გადანადგურებული და შემდეგ ერთი კვირით მანქანების აკრძალვის შედეგით (ზედა სურათზე). დიდი დრო არაა სანამ ჩვენც დავდგებით მსგავსი პრობლემის წინაშე…მერე ყველა თავში ხელს შემოირტყავს, დღეს კი ხე არ დატოვეს სადაც რაიმე ტოტს მაინც არ მიაჭრიან და მწვანე ადგილი არაა…

გალაკტიონ ტაბიძეს ერთი საბავშო ლექსი აქვს:

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე – რაა მამული?!

ან ბალახი სადღაა, და თუ ბალახი აღარაა ცვრიანი როგორ იქნება…დღეს შეგვიძლია ვთქვათ:

მუქ ასფალტზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე – რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
ბატონი ბიძო, დათო ნარმანა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
აღარ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ… ვწუხვარ და მენანება!

შეიძლება ბევრ უაზრობას მივედ-მოვედე, ბევრიც ისეთი რამ ვთქვი რაც არ უნდა მეთქვა მაგრამ აზრი ხომ ერთია, ჩვენ ქალაქს ჭირდება სიმწვანე, გვინდა რაც შეიძლება ბევრი პარკი რომ იყოს…მინდა ჩემი შვილი წავიყვანო პარკში ზოგჯერ ფეხბურთი ვეთამაშო, ზოგჯერ დაჭერობანა და თუნდაც ორდროშობანა…ვიპიკნიკო ოჯახთან ერთად სასიამოვნოდ გავატარო დრო და ეს ყველაფერი ამ ქალაქში გავაკეთო, არ მომიწიოს ამისთვის სხვა ქალაქსი ან სოფელშიწასვლა…

არ შემიძლია არ ავღნიშნო ნაცების დახმარებაც, დიღომში ერთი პატარა პარკი იყო სადაც ბავშვობის ლამაზი წუთები გამიტარებია, მაგრამ იმ პარკში დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის შენობა ააშენეს, პარკი დააპატარავეს, მაგრამ ორი სკამი დადგეს…აი ესე, ყველაფერს ცუდი თვალით ვუყურებ მე, ორი სკამი არ ჯობია დიდ და გამწვანებულ პარკს?

გადახედეთ დიდ ქალაქებს, ლონდონს აქვს ჰაიდ პარკი, ულამაზესი ადგილი სადაც გასეირნება ერთი დიდი ბედნიერებაა, სხვა უამრავი პარკიც აქვს მაგრამ ჰაიდ პარკი თითქოს ლონდონთან ერთად დაიბადა…ნიო იორკს ცენტრალ პარკი აქვს, პარკი სადაც 36 ხიდია, პარკი სადაც ტბებიც ბევრია…ანათებს და ზედმეტად მწვანე ჩანს იმ მაღალ სართულიან შენობებში რომელიც ირგვლივ აქვს გაშენებული, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერავინ ვერ შეძლო და ვერ ააშენა საცხოვრებელი კორპუსი, ვერც სასტუმრო, ვერც ოპერა და ვერც საშაურმე…ცენტრალ პარკი ნიუ იორკთან ერთად დაიბადა და ყველა ნიო იორკელის სულშია, სისხლშია…

central-park_3

ჩვენ კი რა გვქვს, სამი პარკი? მუშთაიდი, ვაკის პარკი და იპოდრომი…სამივეს ქორებივით უტრიალებენ და როდის შევარდებიან კორპუსების ასაშენებლად ერთი სული აქვთ…აბა რაა, ჩავაასფალტოთ და ჩავაბეტონოთ ეს ქალაქი…

ისინი დებილები არიან რეკრეაციულ ზონებს რომ ქმნიან, ჩვენ ჭკვიანები, იმათ მწვანე უყვართ, ჩვენც – ოღონდ დოლარებით. ჩვენთან პარკში ბალახის მოვლა იმდენად ძვირი ჯდება რომ უკეთესია დამტვრეული აგურის დაყრა…”იაფი და იორღა”

რა გვინდა საერთოდ, საიდან მოვდივართ ან სად მივდივართ, რისთვის მივდივართ რომ მივალთ რა უნდა ვქნათ…რა გავაკეთოთ, დავაპიპინოთ და უკან წამოვიდეთ

 

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer