Facebook App ID is missing!

MAMBA OUT

ადამიანი ყოველთვის ცდილობს ორი ან რამდენიმე მოვლენა,ფაქტი, ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპოროს და მათგან საოცარი ბრძოლა შექმნას. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოგწონს, რა მოგწონს, რატომ მოგწონს…არ აქვს მნიშვნელობა კალათბურთი მოგწონს თუ არა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა კალათბურთში ლებრონზე გიჟდები თუ ჯორდანის ერას მისტირი. კობი ბრაიანტმა თავისი ერა შექმნა, შეიძლება კობი არ მოგწონდეს, არ მოგწონდეს მისი თამაში (?), ან მისი ცოლი ან გუნდი სადაც თამაშობდა მაგრამ მისი კარიერა იყო NBA -ს ერთ-ერთი ნათელი წერტილი და ყველა ადამიანისგან სულ მცირე პატივისცემას მაინც მოითხოვს.

1996 წლის დრაფტზე, შარლოტ ჰორნეთსმა მე-13 ნომრად აირჩია კობი ბრაიანტი რომელიც შემდეგ ლეიკერს გაუცვალა ვლადე დივაცში, 17 წლის კობი NBA -ში მოხვდა პირდაპირ სკოლიდან, არასდროს არ უთამაშია სტუდენტურ ლიგაში, შეიძლება ითქვას რომ NCAA -მ დაკარგა კობი მაგრამ NBA -მ იხეირა ამით და 20 წლიანი კარიერა სწორედ ნაციონალურ საკალთბურთო ლიგაში გაატარა. საინტერესოა როგორ წარიმართებოდა მისი კარიერა შარლოტს რომ დაეეტოვებინა,  მაგრამ ეს პარალელურ სამყაროში განხილვის თემაა, მოხვდა ლეიკერსში და დაამთავრა კარიერა ლეიკერსში – ეს უკვე ისტორიაა.

კობის მიღწევები და ჯილდოები

  • 5 გზის NBA-ს ჩემპიონი [2000, 2001, 2002, 2009, 2010]
  • 2 გზის NBA ს ფინალების MVP [ 2009, 2010]
  • NBA -ს MVP [2008]
  • 2 გზის  NBA-ს ქულების ლიდერი [2006, 2007]
  • 18 ჯერ იყო NBA All Star ის მონაწილე [1998, 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016]
  • 4 ჯერ NBA All Star -ის MVP [ 2002, 2007, 2009, 2011]
  • 14 ჯერ All-NBA Team ის წევრი
  • 12 ჯერ All-Defensive Team-ის წევრი
  • NBA -ს ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული [1997]

NBA-ს რეკორდები

  • ყველაზე მეტი სეზონი ერთ NBA-ს გუნდში [ 20; ლეიკერსი]
  • NBA All-Star ის MVP [4 ჯერ]
  • NBA All-Star-ზე ჩაგდებული ბურთები [115]
  • NBA All-Star-ზე მეტოქის ფარზე მოხსნილი ბურთები ერთ თამაშში [10]
  • NBA All NBA First Team ში არჩევა [11 ჯერ]
  • ერთადერთი მოთამაშე NBA -ს ისტორიაში 30,000 ქულით, 6000 მოხსნით და 6000 პასით.
  • ყველაზე მეტი სამქულიანი ერთ თამაშში [12 სამქულიანი]
  • ყველაზე მეტი ნასროლი სამ ქულიანი [882]
  • ყველაზე მეტი ნასროლი ბურთი [4500]
  • ყველაზე მეტი ჩაგდებული ქულა ერთ არენაზე [16161 ქულა სტეპელს ცენტრში]
  • ყველაზე მეტი თამაში ერთ არენაზე [599 თამაში სტეპელს ცენტრში]
  • ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვინც დააგროვა 25 000 ქულა [31 წლის, 151 დღის]
  • ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვინც დააგროვა 30 000 ქულა [34 წლის, 104 დღის]
  • ყველაზე ბებერი მოთამაშე ვინც ჩააგდო 60+ ქულა [37 წლის 234 დღის]

Bryant_Fades_Over_Butler

რეკორდების არასრული ჩამონათვალი რომელიც კობიმ დატოვა, ამასთან ერთად ფლობს ლოს ანჯელეს ლეიკერსის რამდენიმე ათეულ რეკორდს.

რეკორდები არაფერი არაა იმასთან რასაც გულშემატკივარი კობის თამაშის ყურებით იღებდა, დახვეწილი მოძრაობა, საოცარი სროლა და რაც მთავარია მკვლელის ინსტიქტი. მოთამაშე რომელსაც შეეძლო თამაში მარტოს შემოეტრიალებინა, შეეძლო ნებისმიერი გუნდი მოეკლა, მაქსიმალურ სიჩქარე სროლის 99% იანი სიზუსტე და ზედმეტსახელი “შავი მამბა”.

ეს იყო საოცარი კარიერა, ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური დუო NBA -ს ისტორიაში [შაკი და კობი], ძლიერი ლეიკერსი საოცარი მწვრთნელით. 6 ჯერ მოგებული ჩემპიონობა და მილიონობით გახარებული გულშემატკივარი, შეუძლებელი იყო მისი თამაშისთვის გულგრილად ყურება. ასევე უაზრო და უადგილო შედარებები კობი თუ ჯორდანი, კობი თუ ლებრონი.

მას ქონდა თავისი სტილი, თამაშის გრძნობის საოცარი ალღო, მომაკვდინებელი ინსტიქტი, დახვეწილი “კლასნი” მოძრაობები და რაც მთავარია გამარჯვებების წყურვილი.

შექმნა ეპოქა რომელსაც ვერავინ ვერასდროს გაიმეორებს, იმიტომ რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე იყო ვინც NBA-ს ყოლია. ბევრი შედარება გაკეთდება მომავალში, ბევრს შეადარებენ მაგრამ შეუძლებელია სხვა კობი იყოს.

 

 

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer