Facebook App ID is missing!

თბილისის საუკეთესო რესტორნები მომსახურების მიხედვით

ქართველებს ყოველთვის გურმანები ვიყავით და ვართ, გემრიელ საკვებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ  და ყველას გვაქვს რამდენიმე ისეთი ადგილი სადაც საჭმელი ყოველთვის გემრიელია, ადგილი რომელსაც ვენდობით, მაგრამ ყოველთვის ვწუწუნებთ და ავღნიშნავთ რესტორნების და საკვები ობიექტების ცუდ მომსახურებას.

შევეცადე გამომეყო ხუთი საუკეთესო რესტორანი მომსახურების მიხედვით.

5. ბარბარესთან 

რესტორანში “ბარბარეში” – დაგემოვნებთ ქართულ კერძებს ბარბარე ჯორჯაძის მე-19 საუკუნის უნიკალური რეცეპტების წიგნიდან. “ბარბარესთან” სამზარეულოს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ოჯახური, რომლის განსაკუთრებულობას ახალი, თქვენთვის დღემდე უცნობი გემო განაპირობებს. ვფიქრობთ, მენიუს ბევრი პოზიცია გურმანებისათვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. ტრადიციული კერძებიც კი. მხოლოდ ქართული პროდუქტით დამზადებული ხაჭაპური, საცივი, ლობიო ლორით და ელარჯი მკვეთრად განსხვავდება იმისგან რასაც თქვენ აქამდე მიირთმევდით ქალაქის რესტორნებში. მენიუ დაამუშავა და თანამედროვე სტანდარტებით შეადგინა ცნობილმა ქართველმა შეფ – მზარეულმა ლევან კობიაშვილმა. ყველაფერი დამზადებულია ისე, როგორც ამას დიდი ქართული ოჯახების შინაურ სამზარეულოში და როგორც ამას თავად მწერალი ქალი, ბარბარე აკეთებდა.

რესტორან ”ბარბარეში” – სულ 50 დასაჯდომი ადგილია, აქედან ერთი დარბაზი, 10 კაციანი იზოლირებული სივრცე სავახშმოდ და მე-19 საუკუნის ისტორიული ღვინის მარანია, რომელიც რესტორნის სიამაყეა.

4. თავადური

,,თავადური“ – ქართული, საავტორო სამზარეულოს კლასიკური რესტორანი, მე-19 საუკუნის თბილისის ისტორიულ პარკში – „მუშტაიდი.“

„თავადური“-ს კონცეფცია

რესტორანი „თავადური“ – ოთხი სხვადასხვა ისტორიაა, თავადების დროინდელი საქართველოდან.
„თავადური“-ს გერბის შექმნისას, გათვალისწინებულ იქნა რესტორნის მთავარი იდეა: ოთხი განსხვავებული ისტორიული გადმოცემის – „სათავადოს“, „სალხინოს“, „სანადიმოს“, „მუშტაიდის ვერანდის“ გაერთიანება, ასევე თავადების დროინდელი საქართველოს გასტრონომიული მახასიათებლები.

სამზარეულოს კონცეფცია – ქართული კლასიკა

„თავადური“–ს თითოეული კერძი არის ქართული რეცეპტების, ტრადიციების და თანამედროვე კულინარული ტენდენციების შერწყმა. მენიუშია ყველა გურმანისათვის საყვარელი, ქართული, ტრადიციული სამზარეულოს ასორტიმენტი.
საავტორო მენიუ შექმნილია ,,ფიუჟენ” სტილისკონცეფციაზე, რომელსაც მაღალი გასტრონომიის პრინციპი გამოარჩევს, სადაც შეფ-მზარეული ეცადა სხვადასხვა რეგიონებისა და სათავადო ეპოქების ექსკლუზიური ტრადიციული კერძები შეეგროვებინა.

რესტორნის ისტორიული განლაგება,მდიდარი ინტერიერი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტების უნიკალური შერწყმა, რესტორან ,,თავადურს“ თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად წარმოგვიდგენს.

3. წისქვილი ჯგუფის რესტორნები

002 წელს გაიხსნა რესტორანი ” წისქვილი ”
იგი გამოირჩევა განუმეორებელი არქიტექტურითა და დიზაინით,შემოქმედის უნიკალური ნიჭის წყალობით მასში ჰარმონიულად არის შერწყმული ბუნებრივი ლანდშაფტი და ქართული სულის სილამაზე. ეზოში შემოსვლისთანავე თავს იგრძნობთ ზღაპრულ სამყაროში, მარადმწვანე მინდორი, ქართული თონე, ულამაზესი ბუნებრივი ჩანჩქერი, ხეხილის ბაღი, ვენახის ტალავერი, უამრავი ყვავილი, დარბაზში ბუნებრივი კლდე, ნამდვილი წყლის წისქვილი და უამრავი სამუზეუმო ექსპონატი შეგიქმნით განუმეორებელ შთაბეჭდილებას საქართველოს ისტორიასა და მის კულტურაზე.რესტორანი ” წისქვილი” ორიენტირებულია მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციების პოპულარიზაციაზე, რაც გამოიხატება ეროვნული სამზარეულოსა და ფოლკლორული პროგრამის წარმოჩენით.

წისქვილი ჯგუფი 8 ოქროს ბრენდის და გრან-პრის მფლობელია 2002 წლიდან, დღემდე 2015 წელს კი სარეიტინგო კვლევის შედეგად, წისქვილი ჯგუფი დასახელდა ლიდერ კომპანიად, სარესტორნე ბაზარზ

2. რესტორანი ფუნიკულიორი

 

 

1. ქართული სახლი

ქართული სახლის მუშაობის წარმატება განპირობებულია პროფესიოანალი სამუშაო გუნდით, რომლის კვალიფიკაციის ამაღლებაში მუდმივად ზრუნავს ქართული სახლი. მომსახურე პერსონალი ორიენტირებულია მომხმარებლებზე და მათთან დიალოგებითა და თბილი დამოკიდებულებით იქმნება განსაკუთრებული კომფორტი, ისეთი, როგრსაც მასპინძელი უქმნის საკუთარ სტუმარს.
ქართულ სახლში დაცულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი და უზრუნველყოფილია ჰიგიენური წესების რეგულაცია/დაცვა ქართული სახლის ექიმის მიერ.
ქართული სახლი არამხოლოდ მასპინძლობს სტუმარს, არამედ მომსახურების უმაღლესი დონით უქმნის თბილ და კომფორტულ გარემოს, ამით მომხმარებელი თავს გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და იმუხტება დადებითი და თბილი ემოციებით.
ყველა სტუმარი თავის მხრივ განუმეორებელი და უნიკალურია. ქართული სახლი ყველას ინდივიდუაურად ემსახურება და მათ წინაშე გრძნობს მასპინძლის მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას.
„მე ვიპოვე ჩემი ქართული სახლი, შენც იპოვე შენი.“

 

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer