Facebook App ID is missing!

წარმოების წახალისება საქართველოში

ყველას გვინდა რომ საქართველო განვითარდეს, გაიზარდოს ჩვენი ბიუჯეტი, გაიზარდოს ცხოვრების დონე და ა.შ. ყველა ვთანხმდებით ამაზე, ასევე ყველა ვთანხმდებით,  ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყანაში წარმოების განვითარება. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების წევრები ისევე როგორც ძველი შეფობა ამბობს რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტია წარმოების განვითარება, მაგრამ რატომღაც ვერ ხვდებიან როგორ განავითარონ ეს…

დაიწყეს “აწარმოე საქართველოში” პროგრამა  რომელიც სამ მიმართულებას ითვალისწინებს, ესენია:

  • სოფლის მეურნეობის წახალისების პროექტი
  • მრეწველობის წახალისების პროექტი
  • ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა

image

უამრავი ადამიანი ჩაერთო ამ პროექტი, რა გამოვა ამას დღეს ვერ ვიტყვით, რამდენიმე წელი გვჭირდება იმისათვის რომ მივხვდეთ პროექტმა იმუშავა თუ არა.

საგულისხმოა ერთი რამ, თუ გვინდა წარმოების წახალისება, რომელიც შემდგომ არამარტო ქვეყანის ბიუჯეტზე დადებითად იმოქმედებს არამედ უამრავ სამუშაო ადგილს გააჩენს, რატომ არ ვფიქრობთ იმპორტის პირობების შეცვლაზე ან გადახედვაზე?

ჩემი აზრით ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ უნდა გადახედოს იმპორტის საკითხს, გადახედოს დღგ-ს, იმ კომპანიების წახალისება უნდა მოხდეს ვინც საქართველოში აწარმოებენ პროდუქციას, უნდა მოხდეს ზოგადად ქართული პროდუქტის რეკლამირება მეზობელ ქვეყნებში.

იმპორტი

ქვეყანაში 4 ჯერ მეტი პროდუქცია შემოდის ვიდრე აქედან გადის, ეს ჩემი აზრით დამანგრეველია. ქვეყანა დამოკიდებულია სრულიად იმპორტზე. სოფლის მეურნეობის წახალისება გვინდა და პომიდორი თურქეთიდან შემოდის უპრობლემოდ. რომ ხედავთ რომ თურქული პომიდორი იქნება ეს თუ სხვა რამ ესე დაუბრკოლებლად შემოდის ჩვენს ქვეყანაში, აქვს შედარებით დაბალი ფასი ქართული პროდუქცია ვერ უწევს კონკურენციას ფასით, მართალია ხარისხი ქართულ პროდუქტს უკეთესი აქვს მაგრამ ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყანაში ფასი უმთავრესია გადაწყვეტილების მიღებისას [მოსახლეობის 80%-ში].  გამოსავალი

დაადეთ იმპორტს ცოტა მეტი გადასახადი, იმდენი რომ ქართულ პროდუქტის წარმოებას აზრი მიეცეს. თუ შემოტანილი პროდუქცია უფრო ძვირი დაჯდება აქ წარმოებულზე იმპორტიორი გიჟი არაა გააგრძელოს მუშაობა, ექნება ორი ვარიანტი ან შეწყვიტოს იმპორტი ან საქართველოში დაიწყოს წარმოება.  ორივე შემთხვევაში ქართული წარმოება მოგებული დარჩება. რაც შეეხება იმას რომ ფასი აიწევს, პირველ ეტაპზე სახელმწიფომ სუბსიდირება მოახდინოს ან რაღაც პერიოდით ქართული წარმოება მოგების გადასახადიდან გაანთავისუფლოს. გაიზრდება წარმოება და შეუმცირდება დანახარჯი, რაც მისცემს მწარმოებელს იმის საშუალებას რომ ფასი დაწიოს.

ShoeProduction12MD

დღგ

შევარდნაძის დროს დაწესებული დღგ 100,000 ლარის ოდენობით. დაფიქრებულხართ მას შემდეგ რამდენად გაძვირდა ცხოვრება? ბატონი ბაბუს დროს ბინები ღირდა 2000 $ დღეს ის ბინები 70,000$ მაინც ღირს. ბენზინი 20 თეთრი ღირდა დღეს ? როგორ უნდა დაიწყო ბიზნესი და განავითარო თუ გადასახადებით მოგახრჩობენ? ვერ დაადებს მწარმოებელი მისაღებ-კონკურენტულ ფასს.

ჩემი მოკრძალებული აზრით აუცილებელია დღგ გაიზარდოს და მინიმუმ 400,000 ლარი დაწესდეს და ყოველ ორ წელში უნდა მოხდეს მისი გადახედვა.

მწარმოებლების მხარდაჭერა

უამრავი პატარა მწარმოებელია საქართველოში რომელიც საქართველოში აწარმოებს პროდუქციას მაგრამ ნედლეული შემოაქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სამწუხაროა მაგრამ ამ კომპანიების არანაირი მხარდაჭერა არ ხდება, არ ხდება მათი წახალისება პირიქით…ცდილობენ უამრავი ბარიერი შეუქმნან რაც აზიანებს მათ, ვისაც წარმოება აქვს დამერწმუნება რომ მსგავსი ხერხებით ხდება ბრძოლა. გაუხსენით კარები ფართოდ, ის ნედლეული რომელიც შემოაქვთ და არ ხდება მისი პირდაპირი რეალიზაცია შეუმცირეთ იმპორტის გადასახადი. ხოლო თუ იმ ნედლეულის რეალიზაცია მოხდება მათ გადაახდევინეთ ჩვეულებრივ. მე რომ წარმოება მაქვს და მჭირდება 1000 სახის ნედლეული იმისათვის რომ მივიღო საბოლოო პროდუქტი, ყველაფერში ფულს რომ მახდევინებთ, ყველაფერზე რომ წიხლს მაჭერთ, საბოლოო პროდუქტიდანაც რომ მახდევინებთ გადასახადს და საერთოდ არ ზრუნავთ იმაზე რომ მე წამახალისოთ ნორმალურია? მხოლოდ იმპორტზე დაეხმარეთ მწარმოებლებს ნუ გაუძვირებთ საბოლოო პროდუქტს და შექმნიან უფრო კარგ პროდუქციას, ექნებათ ყველასთვის მისაღები ფასი და გაზრდიან როგორც წარმოებას ასევე კომპანიას რაც მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს, მეტ ბიუჯეტში გადახდილ ფულს ნიშნავს, იფიქრებენ ექსპორტზე.

ქართული პროდუქციის რეკლამა

რატომ ასოცირდება ხალხში გერმანული ხარისხიან პროდუქტთან? გერმანიაში უხარისხო პროდუქტი არ იქმნება? ზუსტადაც რომ იქმნება უხარისხო პროდუქტი მაგრამ ასევე ხარისხიანი პროდუქტიც ბევრია, თუმცა გერმანიამ რაღაც პერიოდის მანძილზე მკაცრი კონტროლი გაატარა მწარმოებლებზე, დანერგა სტანდარტი და მოხდა ამ ყველაფრის რეკლამირება სხვა ქვეყნებში. MADE IN ლეიბლი სწორედ ამას ნიშნავს, რომ ყიდულობ რაიმე ნივთს ყველაფერს აწერია სად არის შექმნილი და სწორედ აქედან გიჩნდება პირველი შთაბეჭდილება თუ როგორი ხარისხისაა რამდენად დააკმაყოფილებს შენს მოთხოვნილებებს.

თუ ვაწარმოებთ ხარისხიან პროდუქტს, ამისთვის გვჭირდება სახელმწიფოს რეალური მხარდაჭერა და არა ფასადური როგორიც ძირითადად ხდება და შემდგომში გვჭირდება MADE IN GEORGIA ლეიბლის რეკლამირება. ესეც ჩემი აზრით სახელმწიფოს პრეროგატივაა, მითუმეტეს როცა იცი რომ ნამდვილად ხარისხიან პროდუქტს ქმნი და ვერავინ მოგედავება ხარისხზე. ასევე დამატებითი სტიმულია ინვესტორებისათვის, რომ დაინახავენ რომ ლეიბლი MADE IN GEORGIA მუშაობს ყველას გაუჩნდება სურვილი ამ ლეიბლის ქვეშ აწარმოოს თავისი პროდუქცია, ამისათვის მათ უნდა დაიცვან ხარისხის სტანდარტი.

made-in-germany-580

 

მცირე ჩამონათვალი იმ რეალური გზებისა რომელიც ქვეყანამ უნდა გააკეთოს, ეხლა რაც ხდება ცუდი არაა მაგრამ რეალური შედეგი სადაა, როდის იქნება რა იქნება კაცმა არ იცის. მე მგონია რომ სარეკლამო “ხოდი” უფროა, ოპონენტების გასაჩუმებლად გაკეთებული ვიდრე რეალურად საქმისათვის. ჩვენს  რეალობაში ძალიან რთული იქნება მსგავსი რამის გაკეთება, უამრავი მაღალჩინოსანია ჩართული პროდუქციის იმპორტის ბიზნესში და ადვილი არ იქნება მათი ინტერესების დაკმაყოფილება. საქართველოში პოლიტიკა ხომ ფულის კეთებაა ვიდრე ქვეყანაზე ზრუნვა ან რეალური საქმის კეთება.

 

როგორ ფიქრობთ ეხმარება ხელისუფლება მწარმოებლებს ?

View Results

Loading ... Loading ...

 

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer