Facebook App ID is missing!

ფხენიანი GE ნეტი

ქართული ინტერნეტ სივრცე რომ განუვითარებელი და პირატულია ამაზე ბევრი საუბარი არაა საჭირო, საინტერესოა ყველაზე რეიტინგული საიტები სწორედ არალიცენზირებული კონტენტის გავრცელებით რომ ხდებიან…

ძალიან დიდი აჟიოტაჟია აჭარანეთის (adjaranet.com) ირგვლივ, მეც გადავწყვიტე პატარა ბლოგ ჩანაწერი მიმეძღვნა აღნიშნულ თემაზე.

რამდენიმე რამ არ მესმის თუ რატომ მოყვა აჭარანეთი ამ “ტისკში” და სხვებზე რატომ არ ხდება მსგავსი რამ. სავარაუდოდ ძაღლის თავი სულ სხვაგან იმალება.

ყველაფერი იმით დაიწყო რომ რეიტინგულ ქართულ “პირატულ” კინო საიტებს მიუვიდათ გაფრთხილება. file.ge საერთოდ გათიშული იყო (ეს ალბათ გაფრთხილება იყო).

შემდეგ დაიწყო უკვე აჭარანეტზე შეტევა რომელიც დღემდე გრძელდება, ამ საქმეს კურირებს მარეგულირებელი რომელსაც რამდენად ეხება აღნიშნული საქმე საინტერესოა.

კინოების საიტები ჩვენთან არიან პირატები და ამას არ ჭირდება ბევრი ახსნა განმარტება, ანთავსებენ კონტენტს რომელზეც არც ლიცენზია აქვთ და არც რაიმე საბუთი. აღნიშნული პირატული საიტები ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა XXI საუკუნის დასაწყისში და ერქვათ ვარეზ საიტები, ძველი სახით შემორჩენილია file.ge , ამ საიტის ყველა ნაბიჯი მახსოვს, შემდეგ გამოჩნდა Myvideo (დაახლოებით იგივე პერიოდში როდესაც file.ge, ეს უკანსკნელი მემგონი უფრო ადრე იყო). file.ge -ს მემგონი არც აქვს პრეტენზია იმაზე რომ არალეგალურ კონტენტს ანთავსებს, სანამ ეს სფერო არ კონტროლდება საიტიც უპრობლემოდ იმუშავებს, შემდეგ ან პროფილს შეიცვლის ან დაიხურება, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია.

myvideo.ge – საიტი რომელიც არის ყველაზე რეიტინგული საქართველოში და ასევე ყველაზე დიდი პირატი. დაიწყოს ვიდეო შეარინგით, მიამატეს ტელევიზია , საიტი რომელიც საკმაოდ კარგად და სწორედ ვითარდებოდა და არანაირი პირატულს არ ეხებოდა მაგრამ აქ გამოჩნდა უკვე imovies.ge და სავარაუდოდ სწორედ ამან იმოქმედა myvideo ს გაპირატებაზე. მოკლე პერიოდში imovies მა საკმაოდ მაღალი რეიტინგი მოიპოვა,  ძალიან ბევრი ჰიტი ქონდა და ყოველდღიურად მზარდი დინამიკა, ამის შემხედვარე myvideo-მ იგრძნო სერიოზული კონკურენტის სუნი, იგრძნო რომ შეიძლებოდა რეიტინგი დაეკარგათ და ამ ყველაფრის შევსება ცადეს კინოების დამატებით. კომპანია რომელსაც მოკლე პერიოდში საკმაოდ დიდი ზრდა ქონდა, კომპანია რომელიც გავიდა აზერბაიჯანულ ბაზარზე წარმატებით, დაამატეს და დანერგეს საკმაოდ კარგად მომუშავე ტელევიზია და აქვს ამბიციური გეგმები არ უნდა ხდებოდეს პირატი. ამ ყველაფერს უნდა აკეთებდეს ან ოფიციალურად ან საერთოდ არ უნდა გაეკაროს მსგავს ამბავს.

რეპუტაცია? როგორ შეიძლება სერიოზული კომპანია იყო თუ პირატობ? ანთავსებ არალიცენზირებულ პროდუქციას შენ საიტზე და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებ რომ მომხმარებელი არ შეგიმცირდეს, რეკლამას უფრო მაღალი ფასი დაადო და ტოპზე პირველ ადგილს არ ჩამოსცდე. იღებ ზედმეტ მომხმარებელს, ზედმეტ შემოსავალს მაგრამ რეპუტაციას ასწორებ მიწასთან, ასოცირდები პირატთან და ამ სტატუს ვეღარ მოიშორებ ვერასდროს.

imovies.ge

საიტი რომელმაც პირიქით დაიწყო, ჯერ ქონდათ არალიცენზირებული კინოების პორტალი და შემდეგ დაამატეს ტვ და სავარაუდოდ ვიდეო შეარინგსაც გააკეთებენ, ანუ ხდებიან myvideo. არც მაივიდეო და არც აიმუვისი არ არის ანგელოზი მაგრამ რომელი უფრო სწორია როდესაც ხარ წარმატებული კომპანია და ხდები პირატი თუ როდესაც ხარ პირატი და გინდა გახდა სერიოზული კომპანია?

srulad.com და geo.saitebi.ge

იგივე პირატები რომლებიც კინოებს ხომ იპარავენ, ამასთან ქართულად გახმოვანებულ ფილმებსაც პარავენ ზოგიერთ ტელევიზიას და ოღონდ ზოგიერთ ფილმს თვითონაც ახმოვანებენ.

მივედით adjaranet.com ზეც

ყველასთვის ცხადია რომ აჭარანეთი არის adjarabet ის პროექტი რომელიც დასჭირდათ უფასო სარეკლამო სივრცისთვის, აჭარანეთიდან მიღებული შედეგი მეტია მასზე დახარჯულ სერვისზე, იღებენ კარგ სარეკლამო პლაცდარმს და მოკლედ კარგად იყენებს აჭარაბეთი ამ ყველაფერს. წინა საიტებთან შედარებით მათ აქვთ როგორც ფილმები და სერიალები ასევე თამაშები და შოუები. მოკლედ ესენიც პირატები არიან.

ეს ყველაფერი გარკვეულია და არც არავინ დავობს მათ ანგელოზობაზე. საგულისხმოა რამდენიმე ფაქტი რომელიც ჩემს გაკვირვებას იწვევს

Internet_Pirate_Flag_1

დიდი კომპანიები და ტელევიზიები რატომ თანამშრომლობენ მსგავს პირატებთან? 

ბილაინი, TBC ბანკი და ა.შ. მესმის მათი მარკეტინგის რომ რეიტინგული საიტებია და იღებენ შედეგს მაგრამ… ? რეპუტაცია არაფერს ნიშნავს?

ეს იგივეა საქართველოს ბანკი რომ გაქურდეს იმ ტიპებს TBC -ს ან ბილაინის გაბრენდილი მაიკები რომ ჩაეცვათ…

ჩვენთან აღნიშნული საიტები ტელევიზიების პროექტების მთავარი მხარდამჭერები არიან, ზოგიერთი ნიჭიერის, ზოგიერთი ცეკვავენ ვარსკვლავების და ა.შ. ესე ვერც ქართული ინტერნეტი განვითარდება, ვერც ქვეყანა და ვერც რომელიმე სატელევიზიო პროექტი. არ გამოვა მსგავსი რამ…იმისთვის რომ უკეთესი რამ მივიღოთ აუცილებელია ზოგიერთ რაღაცაზე უარი ვთქვათ.

შემოვა ჩვენთანაც netflix და ის მოუვლის ყველას, მანამდე კი პირატები წარმატებულ საიტებად ითვლებიან. ამ პრობლემას ნეტფლიქსი საქართველოში შემოსვლით მოაგვარებდა…

მაგრამ მაინც ვერ გავიგე რა უფლება აქვს მარეგულირებელს რომელიმე საიტზე წვდომა შეზღუდვა დაავალოს ინტერნეტ პროვაიდერებს? ესე მარტივია?

და მაინც თუ ხდება მსგავსი რამ რატომ არის შერჩევითი ეს ყველაფერი, მაშინ ყველა საიტზე ერთად მოხდეს გაეთიშათ myvideo, imovies და ა.შ.

ნუ გასაგებია GDS ფლობს ამ ლიცენზიებს, მაგრამ არსებობს ფორმა რომელიც უნდა დაიცვას ყველამ, სასამართლო რისთვის გვაქვს ან რისთვის გვჭირდება თუ ყველაფერი მისი გვერდის ავლით მოხდება?

არიან პირატები? – კი

თუ ვინმეს აქვს ფილმების გავრცელების ლიცენზია საქართველოში, შეიტანოს სასამართლოში სარჩელი, მოხდეს განხილვა და გამოიტანოს სასამართლომ განაჩენი, შემდგომ მოხდეს აღსრულება.

დაურეკო მარეგულირებელს, დაავალო გათიშეთ ამ საიტებზე წვდომაო და იმათაც გათიშონ სწორი არაა…ჩრდილოეთ კორეა ვართ მემგონი რა

ყველაფრს აქვს თავისი ფორმა და ეს ყველამ უნდა დავიცვათ.

არც პირატების ესეთი აღზევების მომხრე ვარ და არც იმის ფხენიანს რომ შურს ჩვენი.

აგერ საერთაშორისო პირატი არის thepiratebay.org (.se . su და ა.შ.) რომლის ყველა დამფუძნებელიც ციხეში ზის, მრავალჯერ გაუკეთდა კონფისკაცია მათ სერვერებს მაგრამ არცერთ ქვეყანის ინტერნეტ პროვაიდერს  მათ საიტზე წვდომა არ შეუზღუდავს.

კანონიერად სრული უფლება აქვს სახელმწიფოს დაახუროს საიტი, დააჯარიმოს დამფუძნებლები/მფლობელები ან თუნდაც დაიჭიროს… შეუძლიათ გააკეთონ ეს ყველაფერი, მაგრამ არ შეიძლება მოხმარებელს შეუზღუდო კონკრეტულ საიტზე შესვლა პროვაიდერის დახმარებით!

არცერთი ცნობილი პირატული საიტი და ტორენტი არ არის დაბლოკილი არცერთ ქვეყანაში! თუ დაგიჭირეს რომ რამეს იწერ დაგაჯარიმებენ, უამრავ საიტს ხურავენ, სერვერებს აყადაღებენ, მფლობელებს იჭერენ და აპატიმრებენ, მაგრამ დომენზე წვდომის შეზღუდვას არავინ არ აკეთებს არცერთ ცივილურ ქვეყანაში!

პროვაიდერების მიერ დომენის დაბლოკვა არის ისეთივე არაკანონიერი, როგორც აჭარანეტის მიერ არალეგალური კონტენტის გავრცელება!

დღეს აჭარანეტს დაბლოკავენ, ხვალ საინფორმაციო წყაროებს და ასე. არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით ბლოკავ, პრეცენდენტი არ უნდა შეიქმნას! უჩივლეთ და ლეგალურად წაართვით დომენი დამფუძნებლებს თუ რამის ტრაკი გაქვთ, პროვაიდერების მიერ შერჩევითი დაბლოკვა არის უკანონო!

 

ვიღაცას ვიდეოს გაუბაზრებენ youtube-ზე და მთლიანად საიტზე წვდომა ითიშება.

ფხენიანი GE ნეტ რა

იმდენს იზავენ უგულავასაც წაიყვანენ პოლიტიკაში : )))

 

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer