Facebook App ID is missing!

ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმის მიმოხილვა

ნაციონალურმა მოძრაობამ გამოაქვეყნა 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმა “ახალი ენერგიით – უკეთესი საქართველოსათვის”

გეგმაში დეტალურადაა აღწერილი რის გაკეთებასაც აპირებენ თუ დაბრუნდებიან ქვეყნის სათავეში.

ყველაზე დიდი დრო და ენერგია როგორც ჩანს ქვეყნის ეკონომიკას და დასაქმებას დაუთმეს.

საშემოსავლო გადასახადის 10% მდე შემცირება 2019 წლისათვის, რათა ბიზნესმა ის ფული ინვესტიციებს და ხელფასებს მოახმაროს.

– რა მოხდება რეალურად? ბიზნესმენი მეტ ფულს ჩაიდებს ჯიბეში, ინვესტიციებს როცა სჭირდება მაინც ახმარს ფულს ხოლო ხელფასები ისევ მიზერული დარჩება. შედეგი 0

თუ საქმე გინდათ რეალური ქმედითი ნაბიჯი გადადგით, აიღეთ ის 10% და პირდაპირ ხელფასებზე გადაანაწილებინეთ პროცენტულად.

შემდეგ მოდის

2017 წლის 1 იანვრამდე დავხვეწავთ განაწილებული მოგების გადასახადის ადმინისტრირებას და ოთხი წლის განმავლობაში შევამცირებთ მას 10%-მდე, რაც ბიზნესისთვის დამატებითი სტიმული იქნება განვითარების, ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად;

2017 წელს ჩვენ 25%-ით შევამცირებთ სააქციზო განაკვეთს ნავთობპროდუქტებზე, ხოლო ალოკოჰოლურ პროდუქციაზე დავწევთ სააქციზო განაკვეთს საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე. ეს ნიშნავს დამატებით საბრუნავ საშუალებებს ბიზნესისთვის, ხოლო ხალხისათვის უფრო იაფ ნავთობპროდუქტებს;

2017 წლიდან ჩვენ გავაუქმებთ გადასახადს საპროცენტო შემოსავალზე, რაც დამატებით შეღავათს ნიშნავს იმ მოქალაქეებისათვის, ვისაც აქვს დანაზოგი და მასზე მიღებული სარგებლით ავსებს ოჯახის ბიუჯეტს;

2017 წელს ჩვენ გავაუქმებთ უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის მინიმალურ, ორწლიან პერიოდს,ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ექვსთვიან პერიოდს. შედეგად, ათეულ ათასობით ფიზიკურ პირს შეუმსუბუქდება საგადასახადო ტვირთი. ბინების, მიწის ნაკვეთების, ავტომობილების და სხვა აქტივების გასხვისებისას ამ საქმიანობაში ჩართულ მოქალაქეებს აღარ შეეხებათ ზედმეტი ბარიერები და გადასახადები;

ვკითხულობ და ერთი კითხვა მიჩნდება, თუ ბიზნესის მფლობელების უმრავლესობა ისევ ისე მოიქცევა როგორც დღეს იქცევა (მეტი ფული ჯიბეში), დღევანდელ კვერცხს ამჯობინებს ხვალინდელ ქათამს (გავითვალისწონოთ ნაციონალური მოძრაობის წინა მმართველობა; შიში) და არ დაიწყებს ბიზნესში ფულის ჩაბრუნებას (ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს შიში იმისა რომ ადრე თუ გვიან “დაახევენ” ბიზნესს) მეტ ფულს აიღებს , არც ხელფასებს გაზრდის და არც რაიმე ინვესტიციას გააკეთებს. შედეგი რა იქნება?

– ნაკლები ფული ბიუჯეტში, ისევ ისეთი გარემო, წახალისებული ბიზნესმენი მეტი ფულის საკეთებლად, არანაირი რეგულაცია.

მივადექით დღგ-ს

ჩვენ 2017 წლის 1 იანვრიდან 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გავზრდით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარს. ეს დღგ-სგან გაათავისუფლებს ათიათასობით იურიდიულ და ფიზიკურ პირს (მცირე ბიზნესს და ინდმეწარმეებს). ეს შეღავათი გავრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც აქირავებენ კომერციულ და საბინაო ფართებს. დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან;

თქვე განათლებულო ხალხო, აქამდეც გქონდათ ამის ყველანაირი ბერკეტი რომ გაგეკეთებინათ მაგრამ არ გააკეთეთ, რატომ? და მეორე…ეს 100,000 ლარი შევარდნაძის დროს არის დაწესებული, ბინები მაშინ ღირდა 3000-5000$ მდე, დღეს იგივე ბინა ღირს 10 ჯერ ან 15 ჯერ უფრო მეტი, ცოტა რეალურად შეხედეთ სიტუაციას…200,000 ლარი კი არა, მინიმუმ 500,000 ლარი უნდა იყოს დღეს დღგ…ეს განავითარებს მცირე მეწარმეებს…ის მცირე მეწარმე რომელიც დღეს ყველა თეთრს ითვლის რომ დღგ-ს გადასახადი არ მოუწიოს ხვალ უფრო გაიმართება წელში და ნახევარ მილიონზე თუ ავა დღგ-საც დიდი სიამოვნებით გადაიხდის…100 იქნება თუ 200 ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერსაც არ ცვლის…

შემდეგი…

2017 წლის 1 იანვრიდან, საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი გახდება. ეს ასი ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს, დაუბეგრავად შეიძინოს მისთვის სასურველი საქონელი საზღვარგარეთ, მათ შორის, ინტერნეტის მეშვეობით; 1500 ლარამდე შენაძენი აღარ დაიბეგრება.

ამას ქვია ამომრჩევლის  კეთილსინდისიერად მოსყიდვის მცდელობა :). ზრდით კარგია რომ ზრდით, გაზრდილიც უნდა იყოს მაგრამ აუცილებელია კატეგორიზაცია, ყველაფერი თუ გამოვწერეთ აქ რა უნდა ვიყიდოთ? თუ მაგას დოლარის კურსით დააბალანსებთ? აქ თუ არაფერი გაიყიდა ამერიკის ეკონომიკას ჩვენი ვაჭრობა დიდად არ დაეტყობა, ჩვენ ბიუჯეტს კი…

ამ საგადასახადო ინიციატივების შედეგად, 2017 წელსვე შეიქმნება არანაკლებ 45 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ამდენივე ოჯახის, ანუ მინიმუმ 150 000 ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს.  მომდევნო წლებში კი, ბიზნესისა და მოქალაქეებისათვის ამ დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, მოსალოდნელია ყოველწლიურად 30 000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა.

საიდან ეს რიცხვები? რაიმე ფაქტებით ვამყარებთ თუ რომ მთავრობაში მოსვლის შემდეგ უფრო ნათელი იქნება?

2-3 წელიწადში საქართველო, ამ ნაბიჯების შედეგად, ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველი ქვეყანა გახდება დაბალი გადასახადების თვალსაზრისით!

ამაში გეთანხმებით, იქნება საინტერესო ადგილი ინვესტორებისათვის თუ არავინ არ წაართმევს ფულს, ქონებას, არ დაემუქრებიან და საბოლოოდ არ გაყრიან აქედან.

გადასახადების შემცირების პარალელურად ჩვენ შევკვეცავთ ზედმეტ სახელმწიფო ბიუროკრატიასა და ხარჯებს. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ, მაგრამ უარს ვიტყვით ზედმეტ ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე.

ცოტა ორაზროვნად არის ნათქვამი, ყოველი მეხუთე ადამიანი აღარ იქნება დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში? ღირსეული ანაზღაურება რამდენია, დღეს რასაც ვუყურებ ამათი ღირსეული ანაზღაურება რაც ხელფასი აქვთ იმის მეხუთედი იქნებოდა და პრემიებსაც არ იმსახურებენ. მეტი კონკრეტიკა

ჩვენი ინიციატივით გაუქმდება ქართულ ბაზარზე  დაშვების ნებისმიერი შეზღუდვა იმ პროდუქტებისა და სერვისებისთვის (მაგალითად, მშენებლობა, ფინანსური მომსახურება, ფარმაცია, სურსათი), რომლებიც აღიარებული, ლიცენზირებული, სერტიფიცირებულია ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში.

კი, იზავთ დარწმუნებული ვარ.

ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ბიზნესი თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. ბიზნესს უნდა შეექმნას განვითარებისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ამის საწინდარი კი საგადასახადო ადმინისტრირების განჭვრეტადობა, პროპორციულობა და მაქსიმალური გამარტივებაა.

მარტო გამარტივება არაა საქმე, ვინ დაიცავს და ვისგან დაიცავთ?

 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ მოვახდენთ სრულ საგადასახადო ამნისტიას;

მაგარ სისულელესაც იზავთ!

წავიკითხე ეკონომიკა და დასაქმების პუნტი და ვერ ამოვიკითხე კონკრეტული ქმედითი ნაბიჯი ბიზნესის წახალისების შესახებ! 

საქართველოში თუ ბიზნესი აქვს ადამიანს, არის მცირე მეწარმე, შემოაქვს ნედლეული უცხოეთიდან და შემდეგ აქ ამუშავებს და იღებს საბოლოო პროდუქტს. ფულს ორჯერ ახდევინებთ. 1. შემოტანიდან იმპორტის გადასახადი 2. პროდუქციის რეალიზაციიდან. ხომ კარგად ხვდებით რომ თუ შეუმცირებთ წარმოების ხარჯს გახდება უფრო კონკურენტული არამარტო საქართველოში არამედ რეგიონშიც. გადასახადს მაინც გადაიხდის ოღონდ გადაიხდის პროდუქციის რეალიზაციიდან და ა.შ. გაუუქმეთ იმპორტის გადასახადი თუ გადასამუშავებლად შემოაქვს. თუ პირდაპირ მზა პროდუქტი მოაქვს გადაიხადოს ორჯერ მეტი მაგრამ წარმოებისთვის თუ ხდება ეს – წაახალისეთ!

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა   

ამ პუნტქში ყველას ერთმანეთისგან გადაკოპირებულ-გადმოკოპირებული დაპირებები აქვს, სიახლე არავისი არაფერი არაა და დასაჯერებელადაც რთულია

განათლება 

ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლების სრულყოფილ თვითმმართველობას და ფინანსურ ავტონომიას. ეს, მათ შორის, ნიშნავს პოლიტიკურ ჩაურევლობას სკოლის საქმიანობასა და საკადრო პოლიტიკაში და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის ბიუჯეტის დამოუკიდებლად განკარგვას;

იმედია ვინმე გააკონტროლებს, მაინც…

ჩვენ 5 000-ით გავზრდით ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობას;

კარგია

ჩვენ გავზრდით საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მისაღებად დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობას და მათ დაფინანსებას;

იმედია უკანაც დაბრუნდებიან…

 კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები 

აი ამ პუნტქს პროტესტის ნიშნად არ ვკითხულობ!

ქვეყნის აშენებისათვის უმთავრესია კანონის უზენაესობა და არა მორგება როგორც გინდა. ჩვენთან კანონის უზენაესობა არ იქნება არც ამ მთავრობის ხელში და არც ყოფილი მთავრობის ხელში, იქნება ისევ შერჩევითი სამართალი…

მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელდება.

ესეც პრ – “ხოდია” ყველა ჩაწერს ამას იმიტომ რომ რეალურად შეიძლება ხმების მოძიება ამ საკითხით მანიპულირების შემთხვევაში, აგერ გირჩმა თავიდანვე დაიწყო მზადება და დღეს ე.წ. first mover არის :)

 2017 წლიდან ჩვენ გავაუქმებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს). შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იმოქმედებს კონტრ-დაზვერვისა და ანტიტერორისტული დეპარტამენტები ამომწურავად გაწერილი ფუნქციებით, ხოლო „პოლიტიკური პოლიცია“ ჩაბარდება წარსულს;

ხოო……….

მოკლედ სულ ეს არის

თვითონ პროგრამა ნორმალურია, უფრო მეტად აქცენტი გამახვილებულია იმ ტიპებზე ვინც მიშას დროს ფულაობდა, მცირე და საშუალო ბიზნესით…პირდაპირ მათ და მათ ოჯახებთან ხდება ეს კომუნიკაცია…ნუ რავიცი, გაუჭირდებათ

პროგნოზი 10-15%

 

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer