Facebook App ID is missing!

წესრიგი

დღეს საქართველოში დალხენილი სიტუაცია არაა, ამას არავინ დავობს და ყველა ხელს მთავრობისკენ და ხელისუფლებისკენ იშვერს, სრულიად ლოგიკურად, თუმცა ჩვენ შეგვიძლია რაღაც ქვეყნის ხელისუფალთა გარეშეც გავაკეთოთ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ერთმანეთისათვის.

ჩემი მოკრძალებული აზრით იმისათვის რომ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს მინიმუმ ორი რამ გვჭირდება:

updated

  1. კანონის უზენაესობა
  2. წესრიგი

კანონის უზენაესობა ხალხის ხელში არაა, ხალხის მიერ არჩეულ ადამიანების ხელშია და ისინი როგორ უძღვებიან ამ საქმეს თქვენ ჩემზე კარგად ხედავთ, ამაზე არ გავაგრძელებ

წესრიგი – ეს ხომ ყველა ჩვენგანის ხელშია, ხომ შეგვიძლია მთავრობის და მითითების გარეშეც მოვწესრიგდეთ.

აუცილებლად ვინმემ უნდა მიგვითითოს რომ:

  • ნაგავი გარეთ არ დავყაროთ?
  • უადგილო ადგილზე არ გადავიდეთ?
  • სადაც პარკინგის ადგილი არაა იქ არ გავაჩეროთ მანქანა?
  • მოწესრიგებულად ვიმოძრაოთ გზაზე?
  • ფეხითმოსიარულეებმა გზის სავალ ნაწილზე არ ვიაროთ?

და კიდევ უამრავი რამ…

მაგრამ ყველა ვდგავართ და ველოდებით როდის დაგვიწესებენ ჯარიმას. ჯერ პროტესტის გრძნობა გვექნება, ვიტყვით რომ “ესე არ ხდება ძმაო” და ა.შ.

ყველა თუ ვეცდებით რომ ჩვენი წილი წესრიგი დავიცვათ, რაღაც უკეთესობისკენ ხო შეიცვლება… ადრე თუ გვიან ის სხვაც მიხვდება რომ უნდა მოიქცეს ისე როგორც შემდგარ, განვითარებულ ადამიანს შეეფერება…წინ ვიაროთ, მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მეტად ვიზრუნოთ ჩვენ ქვეყანაზე რომელიც ჩვენია, ყველასია…მთავრობა დღეს ერთია, ხვალ მეორე იქნება და ზეგ მესამე მაგრამ ეს ქვეყანა და აქ შემდგარი საზოგადოება ჩვენია, ჩვენ ვქმნით ჩვენივე მომავალს და ტყუილად ველოდებით რომ ვინმე რაიმე კარგს გააკეთებს ჩვენთვის…

ყველას თავისი ინტერესები აქვს, ყველას თავისი მოთხოვნები აქვს და ყველა თავისას ცდილობს. ჩვენ ვეცადოთ ჩვენი, მოვწესრიგდეთ, ვიყოთ მზრუნველები ჩვენივე ქვეყნის მიმართ, იმ ხალხის მიმართ რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ამით ცუდი არაფერი არ მოხდება და კარგი კი ძალიან ბევრი შეიძლება მოხდეს..

ერთი დღე ყველა ვეცადოთ რომ წესრიგი დავიცვათ, ვიყოთ მისაბაძები სხვისთვის, დარწმუნებული ვარ შეგვიძლია…

სულ ერთია ვინ ხარ, რა გაცვია, რას საქმიანობ, რამდენი გაქვს შემოსავალი – ყველა უნდა ვცდილობდით დავიცვათ ქვეყნაში წესრიგი…

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer