Facebook App ID is missing!

პორშეს ელექტრო სუპერ მანქანა – Mission E

პორშემ გადაწყვიტა შეცვალოს სპორტული მანქანების მომავალი! იდეა, თუ როგორი იქნება სპორტული მანქანების უახლოესი მომავალი. ელექტრო მანქანა რომელიც ბენზინის ძრავიან მანქანას შეერკინება –  Mission E. მომავლისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი, რომელიც ჯერ მხოლოდ იდეაა თუმცა 2020 წლისთვის რეალობა იქნება.

  • აჩქარება 0 – 100 კმ/ს < 3.5 წამი
  • აჩქარება 0 – 200 კმ/ს < 12 წამი
  • მაქსიმალური სიჩქარე > 250 კმ/ს
  • სიმძლავრე > 440 კვ ( > 600 ცძ)
  • დიაპაზონი > 500 კმ
  • 80% -ზე დატენვის დრო < 15 წუთი

დიზაინი

როგორც პორშეს ყველა მოდელზე აქაც მარტივად მიხვდებით ვისი ხელწერაა, ჰარმონიული კომბინაცია პორშეს ფორმებისა და სპორტული ავტომობილის.

clip-24

წინა მხარეს ადვილად შეამჩნევთ 918 სპაიდერთან მსგავსებას.

background

4 კარიანი სედანი, საოცრად გამოიყურება და ძალიან დახვეწილი ფორმები აქვს

clip-13

clip-10

გვერდითა სარკეები – არ აქვს, ავტომობილს არ ექნება გვერდითა სარკეები, სამაგიეროდ ექნება გარეთ დამონტაჟებული კამერები რომელიც წინა საქარე მინაზე კუთხეში გამოიტანს ვიზუალს. ამ სიტუციაში მძღოლს უფრო კარგად შეეძლება დაინახოს ვიზუალი.

background (1)

clip-12

ინტერიერი

როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება პორშეს ელექტრო სუპერ ქარის ინტერიერი?

როგორც ყველა პორშეს მოდელი ეს მოდელიც იქნება მარტივი, მსუბუქი არქიტექტურა, მთავარი აქცენტი გაკეთებული იქნება მძროლზე და ავტომობილის ყოველდღიურ გამოყენებაზე.

clip-26

ექსპერიმენტული და მძღოლზე მორგებული ინტერფეისი მომავლის ავტომობილში, რომელიც დააკავშირებს რეალურ და ვირტუალურ სამყაროს. როგორც ხედავთ მძღოლის დისპლეი არის მოხრილი ფორმის. ნავიგაციის მენიუ მუშაობს თვალის ტრეკერის საშუალებით, კამერა აღიქვამს თვალის მოძრაობას ხოლო დადასტურება ხდება ხელის საშუალებით. ანუ თუ თქვენ აირჩევთ რომელიმე ფუნქციონალს, აღნიშნული ფუნქციის დადასტურება აუცილებლად მოხდება ხელის საშუალებით.

background (2)

თუ მძღოლი გადაიხრება მარჯვნივ ან მარცხნივ ან თუნდაც აიწევა ზევით ან ქვევით დაიწევა, დისპლეი ავტომატურად მძღოლის თვალებს დააფიქსირებს და მძღოლის მოძრაობის შესაბამისად იმოძრავებს.

background (3)

მოგეხსენებათ რომ აღნიშნული ავტომობილი მხოლოდ ელექტრო ძრავაზე იმუშავებს, ამის მიუხედავად პორშე ამტკიცებს რომ ავტომობილს შეეძლება 100 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს სულ რაღაც 3.5 წამში, რაც მოითხოვს მძლავრ ენერგიას. ამასთან ერთად დაახლოებით 500 კმ უნდა გაიაროს ავტომობილმა ერთი დატენვით, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ რთული შესასრულებელი იქნება.

clip-16

სპორტული კონცეპტის ავტომობილი მოითხოვს როგორც დიდ ენერგიას, ასევე მოითხოვს სიმსუბუქეს და წონის სწორად გადანაწილებას.

clip-17

ავტომობილის სიმსუბუქისათვის არ არის აუცილებელი კარბონის გამოყენება, აღნიშნულ მოდელში მოხდება სხვადასხვა მასალის გამოყენება, ალუმინის, სხვადასხვა მეტალის, კარბონის და ა.შ.

 

 

 

background (4)

background (5)
22 ინჩიანი დისკები უკანა მხარეს, ხოლო 21 ინჩიანი დისკები წინა მხარეს.

 

 

 

 

 

 

80% მდე დატენვას დასჭირდება დაახლოებით 15 წუთი, პორშე ტურბო ჩარჯერის გამოყენებით ყოველ 4 წუთში 100 კილომეტრის ენერგიას დამუხტავს. თუმცა ელემენტები შეიძლება დაიტენოს სხვა ადგილებში ან თუნდაც სახლში.

clip-35

 

 

 

 

 

ავტომობილი გაყიდვაში 2020 წლისთვის იქნება, მისი ღირებულება კი ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

მომავლის პორშე პანამერა

ეს კი პატარა ფოტო გალერეა

01-2048-2048
07-2048-204806-2048-2048 08-2048-2048
10-2048-2048

 

 

 

 

 

 

 

 

 

02-2048-2048

 

09-2048-2048

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer