Facebook App ID is missing!

ქართული ფეხბურთის განვითარება საძირკვლიდან დავიწყოთ

ქართული ფეხბურთი რომ ნელ-ნელა კვდება და საშველიც არსაიდან ჩანს ამას დიდი მიხვედრა და საქმის ცოდნა არ სჭირდება.

სახელმწიფომ 265.7 მილიონი ლარი გამოყო ფეხბურთის განვითარებისათვის – ეს ძალიან კარგია, მაგრამ როგორ ვიყენებთ ამ ფულს? როგორ ვანვითარებთ ჩვენ მკვდარ ფეხბურთს?

577385_442050575871014_1435179717_n

ძალიან კარგია რომ კლუბებს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდებათ, მაგრამ ეს არის იმის გარანტია რომ მომავალში ფეხბურთის დონე აიწევს?

ახალი სტანდარტები დამკვიდრდებაო, კონკურენტუნარიანი საფეხბურთო გარემო შეიქმნება-ო, რეგიონალური მართვის სისტემა დაინერგება-ო და ა.შ. გასაგებია ეს ყველაფერი მაგრამ, ჩემი აზრით სულ სხვა მოცემულობის წინაშე ვდგავართ.

დავიწყოთ იმით რომ ფეხბურთი დღეს ბიზნესია და შემოსავალიც ძალიან დიდი აქვთ როგორც ფეხბურთელებს ასევე კლუბებს მაგრამ ფეხბურთელების უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან არიან. როგორ შეიძლება განავითარო ფეხბურთი თუ საძირკველი არ გექნება ამის.

აუცილებელია რომ საქართველოში გაჩნდეს საფეხბურთო აკადემიები და ეს აკადემიები არ უნდა იყოს ფასიანი, ესაა ყველაფრის საწყისი. ჩვენნაირ ქვეყანაში სადაც ყოველი თეთრი ოჯახისათვის უმნიშვნელოვანესია, ბავშვის ფეხბურთზე ტარება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რამდენი ნიჭიერი ბავშვი ვერ ახერხებს ფეხბურთზე სიარულს იმის გამო რომ არასწორი სისტემა გვაქვს დანერგილი და ფულის კეთება საქართველოში ყველასთვის პრიორიტეტია?

  1. უფასო აკადემიები

ბავშვს თუ ფეხბურთზე სიარული უნდა, ნიშნავს რომ ინტერესი აქვს. ნიჭი და შრომისმოყვარეობაც თუ ექნება მისგან ფეხბურთელი აუცილებლად დადგება, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ მისი ნიჭის ან შრომისმოყვარეობის შესახებ თუ არ მივცემთ საშუალებას ფეხბურთზე იაროს?

ყველა რეგიონში ერთი ან რამდენიმე ასეთი აკადემია რომ იყოს (პირველ ეტაპზე მაინც) სრულიად საკმარისი იქნებოდა, დიდ ქალაქებში რამდენიმე (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში), მშობელს მხრებზე არ დააწვება ბავშვის ფეხბურთზე სიარული. აქ შეიძლება ვიღაცამ გაიფიქროს, მაგ შემთხვევაში ბავშვს მოტივაცია არ ექნებაო, იმას ვისაც მოტივაცია არ აქვს ვერც მომავალში დააინტერესებს, შესაბამისად მოძებნოს ის სპორტი რომელშიც თავის თავს დაინახავს.

უფასო უნდა იყოს ყველა საფეხბურთო სკოლა.

აკადემიებში უნდა იყოს ერთ ასაკში რამდენიმე გუნდი, იერარქიულად. პირველი გუნდი აკადემიის ყველაზე კარგი ბავშვებით დაკომბლექტებული, მეორე, მესამე და ა.შ. სადაც ყველა ბავშვს ექნება იმის მოტივაცია და ამბიცია რომ პირველ გუნდში ითამაშოს.

ყველა აკადემიის (სკოლის) ბავშვს უნდა გადაეცეს უფასოდ ეკიპირება. შეიძლება ეს ძალიან დიდი ხარჯი აღმოჩნდეს, ამიტომ ამის დაბალანსებაც შეიძლება, ყველას თუ ვერ გადავცემთ იმ ბავშვებს მაინც ვინც პირველ და/ან მეორე გუნდში იქნება. ესეც დამატებითი მოტივაციაა.

file

რაც არ უნდა ფული ჩავდოთ ეროვნულ ჩემპიონატში, 23-25 წლის ფეხბურთელს რა უნდა ვასწავლოთ? როგორ გააჩეროს ბურთი თუ ტაქტიკურად როგორ იმოქმედოს? ჩვენთან 23 წლის მოთამაშეს ბურთის გაჩერებაზე იმდენი აქვს სამუშაო 5 წლის მერე მოუწევს გრძელი პასის სწავლა. რაც არ უნდა ხელფასი მივცეთ ამ ფეხბურთელებს რაც არ შეუძლიათ იმაზე მეტს მაინც ვერ გააკეთებენ, შეუძლებელია. ხელფასი და დაფინანსება არაა აქ გადამწყვეტი.

წარმოუდგენელია ჩვენ ავდგეთ, ფული ჩავდოთ ფეხბურთში და შედეგი მომავალწელსვე მივიღოთ, ამას ქვია ფულის გადაყრა ან რაიმე სქემა თუ აქვს იმ სქემის მიხედვით მუშაობა. აძლევ კლუბებს პირობითად 1 მილიონს, შემდეგ რაიმე გზით უკან იბრუნებ რაღაც პროცენტს…შენც ბედნიერი ხარ და კლუბიც მაგრამ ფეხბურთი და გულშემატკივარი?

ვის აინტერესებს დღეს გულშემატკივარი, როდემდე უნდა ვიყოთ იმ იმედით რომ იქნებ ჩვენი თამაში მაინც გაყიდონ იმ ვირიშვილებმა და ჩვენ გავიხაროთ?

მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთს, დავიწყოთ ყველაფერი საძირკვლიდან და ნუ მოვიგონებთ იმ ველოსიპედს რომელიც არსად არ დადის

საგულისხმოა ის ფაქტი რომ საბჭოთა კავშირიდან ჩვენი ფედერაციის გამოსვლის შემდეგ, 3 წლის მანძილზე ისევ ვიღებდით იმ დაფინანსებას რაც საბჭოთა კავშირში ყოფნისას გვერგებოდა, სად წავიდა ეს თანხა კაცმა არ იცის მაგრამ სხვა ქვეყნებმა ეს გამოიყენეს შექმნეს ინფრასტრუქტურა და დღეს იმკიან შედეგს. რეგიონში ყველაზე სუსტი ნაკრები ჩვენ გვყავს, ყველაზე სუსტად ჩვენი კლუბები გამოდიან და მაინც იმ კლუბებს ვატენით ამ ფულს რისთვის? რა უნდა მოგვცეს?

ფული ყველგან კეთდება და ყველა აკეთებს ფულს მაგრამ სწორი სისტემით მაინც მიდიან და უაზროდ არ ფლანგავენ ხალხის ფულს!

კარგი ინფრასტრუქტურა და აწყობილი-გამართული სისტემა ბავშვთა ფეხბურთში ეს ორი უნდა იყოს ყველაზე დიდი პრიორიტეტი, ის რაც მომავალში შედეგს მოგვცემს.

დღეს დიდი ფეხბურთელების უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან არიან წამოსულები და მათი უმრავლესობა რომ თბილისში დაბადებულიყო შეიძლება ჩვენს რომელიმე “ბავშვთა ფეხბურთის” მწვრთნელს დაეწუნებინა ან საერთოდ ვერ ევლო ფეხბურთზე ზედმეტად მაღალი გადასახადების გამო.

ძაან დიდი იმედი მქონდა კობის, მეგონა რომ დაალაგებდა სიტუაციას და ფედერაციაც უფრო ეფექტურად იმუშავებდა, ჯერ-ჯერობით რა ვიცი, მხოლოდ მოლოდინი და რეალური საქმე არსად არ ჩანს.

 

 

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer