Facebook App ID is missing!

რა არის დიჯიტალ მარკეტინგი

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დიჯიტალ მარკეტინგზე, ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენი ბიზნესის ონლაინ პრომოუშენს სხვა და სხვა არხების საშუალებით. ჩვენ ყველა ვხედავთ რომ დღევანდელი მსოფლიოსთვის აღნიშნული არხები სამუშაოს, თავისუფალი დროის თუ სხვა აქტივობის განუყოფელი ნაწილია. ეს არხები მოიცავს – ძებნას, სოციალურ ქსელებს, ვიდეო კონტენტს და ელ-ფოსტას. დიჯიტალ მარკეტინგი სწორედ აღნიშნულ არხებში შეძრომაზე და იქ სწორი კონტენტით განთავსების გზების მოძიებას წარმოადგენს რათა მიიქციოს მომხმარებლის ყურადღება.

8

აუცილებელია დროის სწორედ შერჩევა მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

ინტერნეტი ცვლის მიდგომას თუ როგორ ყიდულობს მომხმარებელი პროდუქციას ან სერვის. ახლა, ინტერნეტის ან ტელეფონის საშუალებით ეს გამოცდილება ყველგანაა, ეს ნიშნავს რომ მომხმარებელი უშუალოდ იღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერი პროდუქტის ან სერვისის შეძენაზე. მათ აქვთ ყველანაირი რესურსი კვლევის ჩასატარებლად, სხვადასხვა ვარიანტების შესადარებლად, შეუძლიათ გააზიარონ ნებისმიერი მიგნება ან სიახლე, ასევე შეუძლიათ რეკომენდაციის თხოვნის გაგზავნაც – ეს ყველაფერი ონლაინ, დიჯიტალ არის შესაძლებელი.

ეს ყველაფერი საკმაოდ ხშირად ხდება. ადრე რაც მიღებული ფორმა და ნორმა იყო მარკეტინგში დღეს უკანა პლანზე იწევს და წინა პლანზე დიჯიტალ პლატფორმა გადადის. ასევე იკლებს პრინტის დატვირთვაც, ადამიანები უყურებენ სასურველ-ფავორიტ გადაცემებს იმ გზით რომ რეკლამის ნახვისგან თავს იკავებენ. სანამ ჩვენ დაკავებული ვართ ფავორიტი ინტერნეტ მაღაზიისგან შეთავაზების კითხვით დიდი შანსია ვერ დავინახოთ ბილბორდზე განთავსებული პრინტი და მათი მესიჯი, ანუ ჩვენ ვერ დავინახავთ აღნიშნულ რეკლამას, ვერ დავინახავთ ავტობუსის გაჩერებაზე განთავსებულ რეკლამასაც რადგან ტელეფონში ვიქნებით ჩამძვრალები.

რადიოს როლი მნიშვნელოვნად შეამცირა მუსიკის სტრიმინგ პლატფორმებმაც, თითქმის არავინ აღარ რეკავს რადიოში და არ ელოდება სასურველ სიმღერას. მარტივად შეუძლია შევიდეს youtube-ზე და მოისმინოს სასურველი სიმღერა.

სასურველი რესტორნის მოძიება თუ გინდათ ან ეძებთ ადგილს დასასვენებლად, აღარაა საჭირო უამრავ ნაცნობთან დარეკვა და კითხვა-კითხვით მისვლა კონკრეტულ ადგილამდე. საკმარისია შეხვიდეთ საიტზე და მარტივად ნახოთ და დაჯავშნოთ სასურველი ადგილი (მაგ: infos.ge ) სადაც შეგიძლიათ კონკრეტულ რესტორანზე წაიკითხოთ სხვა მომხმარებლის შეფასებები და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება თუ სად გაატაროთ საღამო.

უფრო მეტიც – ადამიანები თავიანთი ტელეფონით ასკანერებენ ბარკოდს, ეძებენ საუკეთესო ვარიანტს და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას თუ სად შეიძინონ, სად უფრო იაფია – სწორედ აქ არის ონლაინ მარკეტინგი. როგორც ბიზნესი აუციელებლია რომ იყო ამ არხებში, შეიძლება ძალიან რთულად ჟღერს ის რომ დახვდე მომხმარებელს იქ სადაც ის მიდის, თუმცა ონლაინ ეს წარმოუდგენელი არაა.

სამი ტიპის მედია არსებობს დიჯიტალ მარკეტინგში. ესენია:

  • მედია რომელშიც ფული გაქვს გადახდილი.
  • მედია რომელსაც ფლობ.
  • მედია რომელიც შენით შექმენი.

მედია რომელშიც ფულს იხდი ყველაფერს გააკეთებს რაც გინდა, მთავარია გადაიხადო. ესენია: Google Adwords, Facebook გადახდილი რეკალმა,  და დისპლეი მარკეტინგი.

მედია რომელსაც ფლობ – ესენი შეიძლება იყოს საკუთარი ვებ-გვერდი ან ვებ-გვერდები, თქვენი მომხმარებლის ელ-ფოსტა სადაც დაუგზავნით ნებისმიერ შეთავაზებას. ბლოგი – რომელსაც ყავს აქტიური მკითხველი.

მედია რომელიც შენით შექმენი – თქვენი ბიზნესის სოციალური მედიის გვერდები, სხვა ბლოგებზე თქვენს მიმართ გამოხმაურებები, სტატიები რომელიც თქვენზე დაიწერა (არა იმ მედიაში რომელსაც თქვენ ფლობთ), ყველა ამ არხის გამოყენებით და გადაკვეთით დგება დიჯიტალ მარკეტინგი.

დასკვნის სახით რომ ვთქვათ დიჯიტალ მარკეტინგი არის პროცესი სადაც თქვენი ბიზნესი ჩართულია ყველა პროცესში რაც მომხმარებელს ჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე ფიდბექის მიღება.

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer