Facebook App ID is missing!

მოხოდილი ტიპი თუ დიპლომიანი ჯიგარი? რატომ არ უნდა ჩააბარო საქართველოს უნივერსიტეტში (ალასანიაში)

უნივერსიტეტის არჩევა პროფესიული განვითარების ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპია, თუ სწავლა და განვითარება გსურს სწორედ ამ ეტაპზე უნდა მიიღო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. სად ჩავაბარო, რომელ უნივერსიტეტში?

მე გეტყვით რომ საქართველოს უნივერსიტეტში არ უნდა ჩააბაროთ ან უნდა ჩააბაროთ თუ დიპლომი გინდა და სწავლის ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს.

თუ სწავლის ხარისხს მნიშვნელობა აქვს საქართველოს უნივერსიტეტი შენს სიაში ბოლოში უნდა იყოს, მთლად ბოლოში არა, ბოლოდან მეორე-მესამე-მეოთხეც შეიძლება :)

10 მიზეზი რატომ არ უნდა ჩააბარო საქართველოს უნივერსიტეტში!

  1. მოძველებული სწავლის მეთოდოლოგია
  • „მარკეტინგი კოტლერი და დიჯიტალ მარკეტინგი – ჯერ არ ვიცით რა არის, გავიგებთ და გეტყვით“
  • მარკეტინგს ასწავლიან 2012 წელს გამოშვებული წიგნით სადაც დიჯიტალზე სულ 2 აბზაცი წერია, რეალურად დღეს მარკეტინგი დიჯიტალის გარეშე ნულია.
  1. ლექტორები – მე ვინც შემხვდა ერთ ხელზე ორი თითი მეყოფა იმის ჩამოსათვლელად თუ რომელი ლექტორი მომეწონა, დანარჩენი ძველი „გვარდია“.
  2. არ აფასებენ ტექნოლოგიებს, უნივერსიტეტის „შეფობა“ არ თვლის რომ ტექნოლოგიები და დიჯიტალ სამყარო ანაცვლებს ტრადიციულ მიდგომას.
  3. კარგი ინფრასტრუქტურა არ ნიშნავს კარგ სწავლის მეთოდოლოგიას.
  4. ისევ წიგნები და წიგნები, არანაირი პრაქტიკული სამუშაო არანაირი რეალურ ქეისებზე მუშაობა.
  5. სტუდენტს აღიქვამენ როგორც ფულის ტომარას და არა განსავითარებელ რესურს.
  6. რეალურად ცოდნას პროფესიული კუთხით ძალიან ნაკლებს შეიძენთ, უფრო მეტს ისწავლით თუ იქ გატარებულ დროს ინტერნეტში ძებნას დაუთმობთ და საჭირო მასალას წაიკითხავთ.
  7. სწავლობ ნიშნისთვის და არა ცოდნის მისაღებად, მათრახით ხელში ყოფნა და დაშინებული სტუდენტი შეიძლება ვერც გაიხსნას, ვერც ცოდნა მიიღოს მიუხედავად იმისა რომ უნდოდეს და დაინტერესებული იყოს. მთლიანობაში მეთოდოლოგია შესაცვლელია. არ შეიძლება ნიშნის გამო ასწავლიდე და არ გაინტერესებდეს რა ცოდნა მიეცი.
  1. გადახდილი თანხა და მიღებული ცოდნა პროპორციული არ არის. ბევრად ნაკლებ ცოდნას იღებთ რასაც იხდით, რეალურად ინტერნეტში უფასოდ უფრო მეტ ცოდნას შეიძენთ, მაგრამ დიპლომი არ გექნებათ…მაგრამ მე მირჩევნია უდიპლომო მოხოდილი ტიპი ვიდრე მსგავსი დიპლომით ხელში.
  2. სტუდენტის განვითარება ნაკლებად ხდება.

აქვთ ჟურნალისტიკა და არ აქვთ ერთი საიტიც კი სადაც მომავალი ჟურნალისტები სტაჟირებას გაივლიან, თავიანთ სტატიებს თუ ვიდეო რეპორტაჟებს გააკეთებენ.

აქვთ ბიზნეს სკოლა და არ რეალურ ქეისებზე მუშაობა არ ხდება

 

რატომ უნდა ჩააბაროთ საქართველოს უნივერსიტეტში?

  • ასე თუ ისე კარგი ინფრასტრუქტურა
  • მაინც დიპლომია და…
  • დაბალი გადასახადი (თუმცა ეს გადასახადი პროპორციული არაა შეძენილი ცოდნის)
  • IT სფერო მართლა კარგად არის განვითარებული, თუმცა თუ ამ მხრივ გინდათ განვითარება BTU ბევრად უკეთესი ვარიანტია
  • ნახავთ და გაიცნობთ ბევრ უცხოელს

კავკასიის უნივერსიტეტთან შედარებაც კი უადგილოა, ისევე როგორც თავისუფალ უნივერსიტეტთან…

სულხან კვერნაძე ცოტა უკეთესია თავისუფლების ამბავში…

ასე რომ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება, სად ჩააბაროთ და რა გინდათ ცხოვერებაში რომ გამოხვიდეთ…მოხოდილი ტიპი თუ მხოლოდ დიპლომიანი ჯიგარი…

უნივერსიტეტს აქვს უდიდესი რესურსი მაგრამ რად გინდა, ვერაფერში ვერ იყენებს ამ რესურს…დარწმუნებული ვარ ყოველწლიური კლება აქვთ მიღებულ სტუდენტებზე და ეს ტენდენცია ახლო მომავალშიც მეეჭვება შეიცვალოს, რატომ? ისევ და ისევ მეთოდოლოგია, მიდგომა და განვითარების სტრატეგია…

 

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer