Facebook App ID is missing!

სოციალური მედიის ტენდენციები 2017 წელს

რა იქნება მომავალში სოციალური მედიის კუთხით? ამას მხოლოდ დრო გვეტყვის ჩვენ კი შეგვიძლია ვივარაუდოთ და მცირე პროგნოზი გავაკეთოთ, რომელიც გამოგვადგება სოც მედია დაგეგმვისთვის.

სოციალ მესიჯები და “ბნელი ქსელების” ზრდა

კონტენტის გაზიარება აღარ არის დღეს იმ კუთხით როგორც ადრე იყო. მომხმარებელი იწყებს უამრავი მესიჯების გასაგზავნი აპლიკაციის გამოყენებას ( WhatsApp, Snapchat, Viber და სხვა) კონტენტის გასაზიარებლად. ეს ნიშნავს რომ ონლაინ გაზიარებების თითქმის 70% ხვდდება ბნელ ქსელში.. (dark social – ბნელი ქსელი(?) არის ადგილი სადაც ხდება რაიმე კონტენტის გაზიარება, რომლის გაზომვის ხელსაწყოებიც ჯერ-ჯერობთ არ გვაქვს)

მესიჯის გასაგზავნი აპების ზრდის ფონზე, ადამიანებისათვის უფრო პოპულარული ხდება კონტენტის პირად მესიჯებში გაზიარება ვიდრე სოციალურ მედიაში. 2016 წლის თებერვალში WhatsApp -მა გამოაცხადა რომ მილიარდ მომხმარებლიან ნიშნულს მიუკაკუნა. შეიძლება ითქვას რომ ოთხ ძირითად მესიჯების აპპებს (Facebook Messenger, WhatsApp, Viber და WeChat) უფრო ფართო საურთიერთო ადგილი აქვთ ვიდრე მთავარ სოციალურ ქსელებს.

ბრენდებს შეუძლიათ ცადონ და შეამცირონ ტრეფიკი რომელიც მოდის “ბნელი ქსელებიდან”…უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ აღნიშნული ტრეფიკის ანალიზი, კონტროლი არ არსებობს და ეს სავარაუდოდ 2017 წელსაც გაგრძელდება.

ვიდეოს Live სტრიმინგი.

2016 წელს Facebook მა დაიწყო live სტრიმინგი. 2017 წელს Youtube გეგმავს რომ გაუშვას YouTube Live. ვიდეო კონტენტს ძალიან დიდი ზრდა ქონდა გასულ წელს მთავარ სოციალურ ქსელ Facebook-ზე, მარკეტოლოგებისათვის ეს თვალსაჩინო იყო რადგან მომხმარებელი მეტად არის ჩართული ვიდეო კონტენტში ვიდრე სხვა პოსტის ფორმებში.სოციალური ქსელები იბრძვიან რომ მომხმარებელი რაც შეიძლება მეტი დროის მანძილზე ყავდეთ ონლაინ, ვიდეო კონტენტი ამაში ეხმარებათ ძალიან კარგად.

აუცილებელია რომ აღნიშნულ ტენდენციას მივადევნოთ თვალი, ვიფიქროთ როგორ გამოვიყენოთ აღნიშნული ფუნქციონალი მარკეტინგული კუთხით. აღსანიშნავია ის დეტალიც რომ დღეს Facebook -ზე ვიდეო კონტენტი პრიორიტეტით სარგებლობს და ორგანიკ რიჩი გაცილებით მაღალი აქვს. აუცილებელია 2017 წელს აღნიშნული ტენდენციისთვის თვალის დევნება.

გამოვიყენოთ მეტი ვიდეო კონტენტი

ვიდეოს თემა რომ გავაგრძელოთ, ეს იქნება წელი სადაც დიდი ბრენდები შევიწროებულად იგრძნობენ თავს პატარა კონკურენტების მიერ, განსაკუთრებით ვიდეო კონტენტის კარგი სტრატეგიის შემთხვევაში.

Facebook -მა ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა ვიდეო კონტენტის მნიშვნელობის ზრდა თავის სოციალურ ქსელში. ამის მარტივი მიზეზი არსებობს, ხალხი უყურებს ვიდეოს როდესაც იცნობენ იმ კონკრეტულ ადამიანს, ან აღნიშნული ბრენდი მისთვის ნაცნობია ან დაინტერესებულია იმ ბრენდით. თუმცა ბრენდები თავიანთი ბიუჯეტის მხოლოდ 10% -ს ხარჯავენ ვიდეო კონტენტის შექმნაზე და დანარჩენი 90% ბუსტავენ კონტენტს.

წელს ეს მიდგომა სავარაუდოდ შეიცვლება და ბრენდები გაცილებით მეტს დახარჯავენ კონტენტის შექმნაზე, ვიდრე მის გაბუსტვა-გარეკლამებაზე. იმისათვის რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ ვიდეოდან აუციელებელია მომხმარებლის დანახვა, ვის ვესაუბრებით, აუცილებელია აუდიტორიის გაგება.

გადახდილი სოციალური რეკლამა

თუ გინდათ რომ თქვენი რეკლამა მომხმარებლამდე მივიდეს და მომხმარებელმა ნახოს, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ფულის გადახდა. მიუხედავად გაზრდილი კონკურენციისა, მარკეტოლოგები 2017 წელს დაახლოებით 35.98 მილიარდ დოლარს დახარჯავენ სოციალური მედიის რეკლამაში. სავარაუდოდ გაიზრდება რეკლამის ღირებულებაც და ბრენდებს მეტი ძალისხმევა მოუწევთ კონკურენტული უპირატსობის მოსაპოვებლად.

facebook აგრძელებს ალგორითმის განახლებას, რაც იწვევს ნაკლებ ტრეფიკს კონტენტის გამავრცელებელ საიტებზე. პლატფორმა მეტ პრიორიტეტს ანიჭებს მეგობრების და ოჯახის წევრების პოსტებს ვიდრე გამომქვეყნებლების ან ბრენდების გამოქვეყნებულ კონტენტს. შესაბამისად ბრენდებს მოუწევთ მეტი კომპლექსური მუშაობა, მეტი ფიქრი რათა შექმნან კონტენტი რომელიც მომხმარებელში ინტერეს გამოიწვევს. კომპანიებმა ფოკუსირება უნდა მოახდინონ მომხმარებელთან სწორ კომუნიკაციაზე და ისე რომ არ დაიკარგონ ფართო მასებში.

საჭირო იქნება PPC მიდგომის კარგი ცოდნა, რათა მეტი ტრეფიკი შევიდეს თქვენ საიტებზე. დაივიწყეთ ის რომ სოციალური მედიადან უფასოდ მიიღებთ ღირებულ ტრეფიკს. ახალი ალგორითმი ყველაფერს ცვლის, ორგანიკ რიჩი ბევრად მცირდება 15% დან 2% მდე.

ბრენდებს ორი არჩევანი აქვთ, დახარჯონ მეტი რეკლამაში ან გაიგონ მომხმარებლის, რა უნდათ რა კონტენტი სჭირდებათ მათ და ზუსტად ის მიაწოდონ. ამის მერე თქვენ უნდა მოიფიქროთ როგორ მოახერხოთ გაზიარებების მაქსიმიზაცია და მომხმარებლის ჩართულება რათა გაიზარდოს რიჩი. საბოლოო ჯამში წარმატებული სტრატეგია უნდა მოიცავდეს როგორც აუდიტორიის განსაზღვრა-გაგებას ასევე სწორი კონტენტის გაბუსტვას კონკრეტული სეგმენტისათვის.

დაგეგმეთ მობილურისთვის.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ სმარტფონებიდან უფრო მეტი ადამიანი შედის საიტებზე ვიდრე დესკის კომპიუტერებიდან. Google მუშაობს mobile-first web index -ზე. ეს ცვლილება ნიშნავს, რომ თქვენი საიტი უნდა იყოს მობაილ ფრენდლი და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია დღეს. უფრო მეტიც, ეს ნიშნავს რომ ის საიტები რომელიც მობილურ ტელეფონებში “კარგად იხსნება” პრიორიტეტულ მდგომარეობაში იქნებიან Google-ის ძებნის ალგორითმში. ასე რომ თუ ჯერ არ გაქვთ თქვენი საიტები მობიურის ოპტიმიზირებული, გირჩევთ დაიწყოთ, მერე გვიანი არ იყოს :)

ხელოვნური ინტელექტი და ჩატბოტები.

ხელოვნური ინტელექტი უკვე აღწევს იმ დონეს სადაც ის სასარგებლო ხდება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. დიჯიტალ დამხმარეების აღზევების ხანაში, როგორიცაა Alexa, Siri, Cortana-მ და ახლა უკვე Google Assistant -მა შექმნეს ტენდენცია რომ ადამიანები ესაუბრებიან მოწყობილობას და არ იყენებენ საკუთარ თითებს. ეს არის სფერო რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ 2017 წელს.

ჩატბოტების გამოყენებაც დიდ ეფექტს იძლევა როდესაც მომხმარებელი ესაუბრება ბრენდს სოციალურ მედიაში. ჩატბოტებს აქვს საშუალება მომხმარებელთან დაამყარონ ადამინის მსგავსი კომუნიკაცია ინტერაქტიურლი გამოცდილების ხარჯზე და მომხმარებელს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია. ეს იძლევა ინფორმაციის უფრო სწრაფად და სიღრმისეულად მიწოდების საშუალებას, ვიდრე რომელიმე ლენდინგ გვერდზე გადასვლა და იქ მოძებნა. ჩატბოქსების საშუალებით ქასთომერ საპორტს უჩნდება მეტი დრო უფრო სიღრმისეული დავალებების მისაღებად და მათზე რეაგირებისათვის.

ასევე აღნიშვნის ღირსია 2017 წელს…

კოპირაიტინგი.

კოპირაიტინგის ნამდვილი ღირებულება ახლა გამოჩნდება, ეს იქნება ვიდეო კონტენტის სკრიპტინგი, ბლოგ ჩანაწერის გაკეთება თუ facebook ზე პოსტის მომზადება. კარგ კოპირაიტერს ექნება იმის ძალაუფლება რომ მოაგროვოს კლიკები, გადმოსცეს ემოცია ეს იქნება ახალი ამბების გამოწერა, რეგისტრაცია თუ პროდუქტის შესწყიდვაზე მოწოდება.

2016 წელს ბევრი ბრენდი ცდილობდა ნაღების მოხდა კარგი კოპირაიტინგით. ისინი ფიქრობდნენ რომ სიტყვები საკმარისია, ისინი ასევე ფიქრობენ რომ სოციალურ მედიაში პოსტის განთავსება საკმარისია, თუმცა…

კარგ კოპირაიტერში ინვესტიციის გაკეთება გრძელვადიან პერიოდში მომგებიანი იქნება. რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანები იღებენ თქვენ ისტორიას და მომხმარებელს ეუბნებიან ისეთი ფორმით რომ თქვენს აუდიტორიას კიდევ უნდა მისი მოსმენა, კიდევ უნდა მის მიერ შექმნილი კონტენტის ნახვა. ეს განასკუთრებით კარგად მუშაობს სოციალურ მედიაში.

გიფები და ემოჯი

გიფები და ემოჯი გაძლევთ საშუალებას გაიგოთ როგორ გამოხატავს მომხმარებელი თავიანთ თავს. ეფლის ახალი iOS 10 ის ფუნქციონალს აქვს ახალი გამოხატვის საშუალება, ასევე facebook მაც გულში ჩაიკრა ანიმირებული გიფები. ბრენდები რომლებიც მიყვებიან ამ ტენდენციას იქნებიან უფრო მახვილგონივრულები, როგორც გიფების ასევე ემოჯის გამოყენება საჭიროებს შეზღუდვებს, არაა სასურველი დიდი დოზით მისი გამოყენება…

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer