Facebook App ID is missing!

2018 წლის მთავარი ტექნოლოგიური ტრენდები რომელსაც თვალი უნდა ადევნო

60 წლის წინ, ინტელის თანადამფუძნებელმა – გორდონ მურმა საინტერესო რამ თქვა:

ციფრული ტექნოლოგიის შესაძლებლობები ყოველ 18-24 თვეში ორმაგდებდა

დღეს ამ ეტაპს ციფრულ ( დიჯიტალ ) რევოლუციას ვეძახით.

აღნიშნული ინსაითი, ისევე როგორც სხვა კომპიუტერული მეცნიერების და ექსპერტების აქტიური მუშაობა გახდა მუხტი სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების და ეს ინდუსტრია დღეს, თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია.

ხუთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ( Apple, Alphabet, facebook, Amazon და Microsoft) ჯამური სარგებელი 2017 წელს, S&P 500-ის მთლიანი წილის 37%-ს შეადგენდა.  დიჯიტალ სფერშო ფედერალური ინვესტიციები მომავალ წელს მიაღწევს 95 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ხოლო 2020 წლისთვის, საერთაშორისო დანახარჯები დიჯიტალ სფეროში მიაღწევს 3.4 ტრილიონ ამერიკულ დოლარს.

ბევრი შესავალი რომ არ გამოვიდეს, მოკლედ ვთქვათ, რა იქნება 2018 წლის მთავარი ტექნოლოგიური ტრენდები.

blockhain ბლოკჩეინი

1. ბლოკჩეინი

ამ ეტაპისთვის უკვე გაგებული გექნებათ რაიმე ბლოკჩეინზე და ბიტქოინზე. უფრო მაღალ ლეველზე, ბლოქჩეინი არის ტექნოლოგია რომლის საშუალებითაც ბევრად უფრო უსაფრთხოდ არის შესაძლებელი წვდომა და ინფორმაცია.ბლოქჩეინის ბირთვი დაფუძნებულია დეცენტრალიზირებულ იდეაზე, რომელიც თანაბრად ანაწილებს სიმძლავრეს და რისკებს ქსელში ჩართულ მოთამაშეებზე.

ბლოქჩეინში ჩართული სტარტაპები საკმაოდ დიდ შემოსავალს ნახულობენ, მათ ჩახსნეს-ჩაანაცვლეს შუამავლები (ბროკერები, აგენტები და ა.შ.) და პირდაპირ მომხმარებელს აკავშირებენ ერთმანეთთან.

2. Internet of things – IoT

ეს არის ქსელი, რომლის საშუალებითაც ფიზიკური დივაისები, ავტომანქანები, სახლის ტექნიკა და სხვა ჭკვიანი ტექნიკა უკავშირდება ერთმანეთს და შეუძლიათ ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა. ყველა დივაისს აქვს უნიკალური იდენტიფიკატორი. გაჟღერებული ვარაუდებით, 2020 წლისთვის დაახლოებით 30 მილიარდი დივაისი იქნება ქსელში ჩართული. როგორც BI Intelligence-ის რეპორტშია მოცემული, 2020 წლისთვის დაახლოებით 6 ტრილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯება IoT -ის პროგრამულ უზრუნველყოფაში.

ჩვენს ქვეყანაში ჯერ ცოტა უტოპიად ჟღერს აღნიშნული სფერო, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ბევრია ისეთი ადამიანი რომელიც იღვიძებს სმართ საწოლში, იყენებს მაღვიძარას რომელიც ბლუთუსით დაკავშირებულია ჭკვიან სპიკერებთან და სახლის ასისტენტთან. ძალიან მალე თქვენი ყველა დივაისი – მიკროტალღური ღუმაელი, ჭურჭლის სარეცხი, სარეცხი მანქანა და თუნდაც ჩიტებისთვის გარეთ ჩამოკიდებული პატარა სახლი დაკავშირებული იქნება ერთმანეთთან და რაც მთავარია ვებთან. IoT სისტემაში ჩართული კომპანიები შეეცდებიან მაქსიმალური კომფორტი შეგვიქმნან და მაქსიმალურად ავტომატიზირებული გახადონ ჩვენი ყოველდღიურობა, შეამცირონ ადამიანების მიერ გამოწვეული არაეფექტორობა. (ცოტა საშიშად ჩანს და ჟღერს მაგრამ ეს უკვე რეალობაა).

თქვენს მაცივარს უფრო მეტი ეცოდინება თუ რა დიეტა გჭირდებათ და იმისათვის რომ აღნიშნული დიეტა დაიცვათ რა პროდუქტი დაგჭირდებათ, აღნიშნული პროდუქტი მაცივარში რომ არ გექნებათ მაცივარს შეეძლება რომ ავტომატურად გააკეთოს შეკვეთა და შეავსოს მოთხოვნილი პროდუქტების ნაკლებობა, საინტერესოა ხო?

3. ვირტუალური რეალობა – VR

2018 წელი ვირტუალური რეალობისთვის უმნიშვნელოვანესი წელი იქნება, მიუხედავად იმისა რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა და ბაზრის მთავარი მოთამაშეები (Oculus და HTC) აგრძელებენ კონსოლების გზას, 2018 წელს VR ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ფართო მასებისთვის, რაც ამ უძალიანმაგრეს ტექნოლოგიას სხვა სიმაღლეებზე გაიყვანს.

ვირტუალური რეალობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება  კონტენტის ნაკლებობაა, კონტენტის რომელმაც უნდა მიიზიდოს ხალხი, აუდიტორია, მომხმარებელი. მხოლოდ აქტიური გეიმერები არაა საკმარისი გრძელ ვადიან პერიოდში აქტიური განვითარებისთვის.

თამაშების გარდა, უამრავი VR-ზე დაფუძნებული სტარტაპია რომლებიც ძალიან ფასეულ სერვისებს სთავაზობენ მეწარმეებს.

რამდენიმე საინტერესო სტარტაპი რომელსაც აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი:

ვირტუალური რეალობის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში.


4. აუგმენტიდ რეალითი – AR

2016 წელს პოკემონის აღზევება AR -ის პირველი რეალური განხორციელება იყო და ნათელი დადასტურება იმის რომ ამ ტექნოლოგიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. Apple -მა და Google-მა ახლახანს დაანონსეს ARKit და ARCore რომელიც დეველოპერებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს და ინდუსტრია კიდევ უფრო ნათელ მომავალს პირდება. ჰარდვეარის და პროგრამული უზრუნველყოფების განვითარება დეველოპერებს მეტ მოტივაციას აძლევს რათა აქტიურად ჩაერთონდ და განავითარონ AR აპლიკაციები 2018 წელს.

არა მხოლოდ სტარტაპები არიან დაინტერესებული აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით, დიდია ალბათობა რომ მსოფლიოს წამყვანი ბრენდები გააკეთებენ ინვესტიციებს AR -ის გამოყენებაში.

რამდენიმე ცნობილი ბრენდი რომელმაც 2017 წელს აქტიურად გამოიყენა AR -ის ტექნოლოგია:

ლორეალი – Style My hair

IKEA – Place IKEA furniture in your home with Augmented Reality

სარეკლამო სფეროსითვის AR -ის გამოყენება კარგი შესაძლებლობაა და ამის რამდენიმე მაგალითიც არსებობს.

The US Postal Service AR App

5. ჩატბოტები

მეორე წელია ბრენდები აქტიურად ცდილობენ განავითარონ ჩატბოტები, ჩვენთანაც ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია აღნიშნული თემა. ეს არის მარტივი და ტექნოლოგიურად საინტერესო გზა ბრენდებისთვის რომ ელაპარაკონ თავიანთ მომხმარებელს. უფრო დახვეწილი ბოტების აქტიურობა მოიცავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. ჩატბოტების დიდი უპირატესობაა მომხმარებლის ინტერაქტიულობა. ჩატბოტების გამოყენება ჰოსპიტალიტი სფეროში, მოგზაოურობა, ქასთომერ საპორტში დიდ შედეგს მოიტანს.

საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიის ერთ-ერთი პიონერი არის თიბისი ბანკი და მშვენიერი ნამუშევარიც გამოუვიდათ

TBC ბანკის – თი ბოტი  ჩატბოტის მშვენიერი მაგალითია.

B Bot • ბი ბოტი – თიბისი დაზღვევამ ბი ბოტი – დაზღვევის პირველი ჩატ ბოტი თანამედროვე ადამიანებისთვის შექმნა.
ბი ბოტი პირველ ეტაპზე მოგზაურობას დაგიზღვევთ.

 

როგორც ვხედავთ დიდი ბრენდები აქტიურად ცდილობენ ფეხი აუწყონ ტექნოლოგიურ სიახლეებს და ეს ძალიან ძალიან კარგია.

ეს ტექნოლოგია მომავალში უფრო მეტად დაიხვეწება.

6. საბსქრიფშენ მოდელი.

ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი მოდელი თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ონლაინ მაღაზიამ, სახლში მიტანის სერვისმა ან რაიმე ტიპის მომსახურებამ. ბოლო პერიოდის მეგატრენდია რომ მომხმარებელი აღარ იხდის თანხას გამოყენების მიხედვით (Pay-Per-Use -PPU) და დიდი ალბათობით ამ მიდგომას ჩაანაცვლებს საბსქრიფშენ მოდელი. ამერიკაში უკვე დიდი დოზით არის მსგავსი კომპანიები რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ ყოველთვიური ან ყოველწლიური თანხის სანაცვლოდ რაიმე სერვისს – ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი, ბოსტნეული, დასუფთავების მომსახურება ან ნებისმიერი რამ.

საქართველოში მსგავსი სერვისი აქვს inebe.ge -ს სადაც მომხმარებელს სთავაზობს დიეტურ საკვებს .

აღნიშნულ მოდელს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და იმედი მაქვს 2018 წელს ჩვენთან, ქართული ბრენდები და კომპანიები აქტიურად დაიწყებენ ამ მოდელის გამოყენებას.

grid-AI

7. იკომერსი – ECommerce

ვარაუდობენ რომ 2018 წელს ონლაინ კომერცია გადაასწრებს ოფლაინ კომერციას. როგორც forrester ის რეპორტშია ნაჩვენები, ამერიკელი ახალგაზრდობის 83%-ს შეძენილი აქვს რაიმე ამაზონზე ერთი წლის მანძილზე. ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება 2018 წელს და ონლაინ მაღაზიების მოხმარება უფრო და უფრო აქტიური გახდება, ეს არის უფრო მოსახერხებელი მომხმარებლისთვის, თუმცა საქართველოში ეს ტრენდი საკმაოდ ნელა იზრდება და ჩვენს ქვეყანაში ისევ აქტუალურია მოლების მშენებლობა (ჯერ ალბათ მოლია სიახლეა ჩვენთვის) და თბილისში გვაქვს 4 დიდი მოლი რომელსაც ჯერ-ჯერობით ონლაინ მომხმარებელი კონკურენციას ვერ უწევს.

ძალიან საინტერესოა რა მოხდება ამ სფეროში 2018 წელს, რომელიმე მოლი ან რომელიმე დიდი ბრენდი თუ დაიწყებს ონლაინ ვაჭრობას და გახდის მას პრიორიტეტულ მიმართულებად.

aritificial inteligence ხელოვნური ინტელექტი

8. ავტომატიზაცია

ხელოვნური ინტელექტი – საფრთხე თუ გამოწვევა? ძალიან ბევრი საუბარია იმაზე რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაოს წაართმევს – ეს ფაქტია და ცალსახად ასე იქნება, ვინმე შეძლებს რომ შეაჩეროს ხელოვნური ინტელექტის განვითარება? – სავარაუდოდ ვერავინ. 2018 წელს ხელოვნური ინტელექტი ისევ განვითარების საწყის დონეზე იქნება, სავარაუდოდ გამოჩნდება მარტივი პროგრამული უზრუნველყოფები რომელიც დაფუძნებული იქნება AI-ზე, ეს შეიძლება იყოს ვირტუალური ასისტენტი ლაბორატიებში, შუამავალი სერვისები. ის კი ნამდვილად ფაქტია რომ მომავალ წლებში ავტომატიზირებული მანქანები ჩაანაცვლებენ ადამიანებს, ეს ტენდენცია ძალიან მზარდია ავტო ინდუსტრიაში, ფერმერობაში.

საინტერესო ვიდეოა ხელოვნურ ინტელექტზე, უყურეთ

თქვენ რას ფიქრობთ, რა იქნება მთავარი ტექნოლოგიური ტრენდები 2018 წელს, რას დაამატებდით?

Facebook Comments

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer